Jump to content

16 ივნისს AMD წარადგენს Matisse Refresh-ს სახელებით - Ryzen 9 3900XT, 3800XT და 3600XT


Recommended Posts

ცელდებოდა ცნობა, რომ AMD წარადგენდა ახალ Ryzen-პროცესორებს ენთუზიასტებისთვის. რესურს WCCFTech-მა გამოაქვეყნა ამ სიახლის დამადასტურებელი ინფორმაცია გარკვეული დაზუსტებებით. 

image.jpeg 

მონაცემების თანახმად AMD ნამდვილად აპირებს გამოუშვას განახლებული Matisse Refresh პროცესორები ახალი სტეპინგით. ისინი არსებულ Ryzen 3000 (Matisse) სერიას ახალი მოდელებით გააფართოებენ. ამ დრომდე არსებული ცნობები ნაწილობრივ რეალური აღმოჩნდა. დიახ, Ryzen 3000 Refresh ნამდვილად გამოვა, თუმცა ადრე გამოცხადებული სახელწოდებები რეალობას არ შეესაბამება. 

image.jpeg 

არსებული ცნობებით AMD გამოუშვებს Ryzen 3000 პროცესორებს ახალი XT სუფიქსით. WCCFTech-მა გამოაქვეყნა მტკიებულება, რომელშიც მოყვანილია Ryzen 9 3900XT-ის, 3800XT-ისა და 3600XT მოდელების  ახალი დასახელებები, რომლებიც AMD-ის საფირმო შრიფტითაა აკრეფილი. საინტერესოა ის, რომ ზემოხსენებული სუფიქსი, როგორც წესი, დაკავშირებულია Radeon გრაფიკასთან და არა დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ პროცესორებთან. 
 

image.jpeg 

ჯერჯერობით უცნობია, პროცესორების ახალი ვარიანტები განკუთვნლია უკვე არსებული X სერიის მოდელების ჩანაცვლებისთვის თუ ახალი ჩიპები მოგვევლინება ალტერნატივის სახით. ახალ პროცესორებს დიდი ალბათობით იმდენივე ბირთვი და სხვა გამომთვლელი ბლოკი იქნება, რამდენიც აქვს უკვე არსებულ Ryzen-მოდელებს, თუმცა ამავე დროს AMD უზრუნველყოფს სამუშაო ტაქტის სიხშირეების ზრდას. 

მოსალოდნელია, რომ AMD Ryzen 3000XT სერია 16 ივნისს წარადგენს, ახალი პროცესორების გამოჩენა საცალო მაღაზიებში კი დაგეგმილია 7 ივლისისთვის. 

image.jpeg 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი სვლა ამდ-ს მხრიდან, პრინციპში უკვე მივეჩვიეთ

Come Lake-ის მოკვლა უნდათ Zen3-მდე და თან არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს მაგათთვის რეფერეშის გამოშვება ახლა

 

Link to comment
Share on other sites

https://www.techpowerup.com/267615/possible-3rd-gen-amd-ryzen-matisse-refresh-xt-sku-clock-speeds-surface

4.8 ბუსტი ძალიან მაგარი იქნებოდა

 

Link to comment
Share on other sites

3800X სადღაც 4.2GHZ+ შეუძლია საშვალოთ სტაბილურათ 16 თრიდზე, ალბათ მაგას TDP გაუზრდიან, 100% ინფო არაა ჯერ მალე დაიდება უფრო ვრცლათ, 4.2-ან 4.6GHZ უფრო რეალური ჩანს, რახან 4.4 არ დგება ბევრი ყველა თრიდზე თუმცა ეგრე ეწერათ, ნუ შეიძლება მარტო 3900 ან 3950 დასტაბილურება შეიძლება მაგ სიხშირეებზე კარგ X570 მაზერებზე, ლატენტურობა რომ დაეკლოთ ასე 10% კიდე მეტის თავი ექნებოდა მაგ რიზენებს, ეხლა ლამის 15-20% სხვაობა 10000 და 3000 შორის ლატენტურობაში, არაა აუცილებელი მაინდამაინც 10900 10600 3700 რომ შეადარო ან 3600 ეგეთი სხვაობააა ლამის, პირველ რიგში გეიმინგში აქვს ეფექტი მაგაზე

Link to comment
Share on other sites

თუ დააკვირდით 3800XT რაიზენ 9-ში გაიყვანეს და არაა გამორიცხული 10 ბირთვი მიცენ. სხვა შემთვევაში დატოვებდნენ ისევ 7-ში.

Link to comment
Share on other sites

On 5/25/2020 at 8:32 PM, Inferno said:

თუ დააკვირდით 3800XT რაიზენ 9-ში გაიყვანეს და არაა გამორიცხული 10 ბირთვი მიცენ. სხვა შემთვევაში დატოვებდნენ ისევ 7-ში.

good point, მაგრამ მერე მარკეტინგულად გაუჭირდებათ სწორედ ფასების დადება, მემგონია მხოლოდ სიხშირეებს ეხება

რაღაც ბენჩებიც გამოჩნდა დათაბეიზში და 3900XT 4.6 ყველა ბირთვზე, 4.8 ბუსტით ორზე

ეს თუ ნაღდია, რავი ინტელის მე-10 სერიას რა ეშველება.

Dont get me wrong, ინტელი მაინც გეიმინგ მეფედ დარჩება, უბრალოდ მიზერული სხვაობით.

2K/4K-ზე გასაგებია 

ჩემთვის ვფიქრობდი და 4000 სერია თუ იგივე სიხშირეებზე იყო და 15% უკეთესი IPC მაშინ გადავალ მეც, სუფთა  ბენჩმარეკების გამო

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

მე 4000 სერიის გამოსვლას დაველოდები და მერე ვიყიდი ფასდაკლებულ 3000 სერიას :D  მინიმუმ 8/16 მოდელს ამასობაში 10 წელიწადიც შეუსრულდება ჩემ სისტემას და და მიმრგვალებულ ასაკზე საპატიო პენსიაზე გავუშვებ სოფელში სუფთა ჰაერზე

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.