Magdalena Posted May 23, 2020 Share Posted May 23, 2020 კომპანია Samsung-მა გამოუშვა Galaxy S20 Tactical Edition. კომპანიის ფლაგმანური სმარტფონის ახალი ვარიანტი - ეს გახლავთ არა მხოლოდ გაძლიერებული Galaxy S20, არამედ მოდელი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად სამხედრო პირებისთვის საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებლად. იგი ასევე რეკომენდებულია კავშირის დაფარულ არხებში გამოყენებისთვის, სერტიფიცირებულია DISA Android 10 STIG სტანდარტის შესაბამისად და აღმოფხვრის გატეხვის მცდელობას, თუკი იგი ხელში მოწინააღმდეგეს ჩაუვარდება. Tactical Edition-ის მიზანია ოპერატიული გამოყენება სწრაფი კავშირისთვის, ინფორმაციის მიღება და გაცვლა საბრძოლო მისიის აპლიკაციის მეშვეობით. Galaxy S20 Tactical Edition-ს აქვს ღამის ხედვის რეჟიმი, რომლის გამოყენება შეუძლიათ ღამის ხედვის სპეციალური ჰედსეტით აღჭურვილ ჯარისკაცებს. სმარტფონს აგრეთვე აქვს სტელს-რეჟიმი, რომელიც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებში. ღილაკი Bixby უზრუნველყოფს ერთი შეხებით ისეთი სამხედრო აპლიკაციების ჩართვა/გამორთვას, როგორებიცაა ATAK, APASS და BATDOK. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს შეხების მგრძნობელობას ხელთათმანის გამოყენებისას. Galaxy S20-ს აქვს ტაქტიკური საველე რადიოსადგურებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, დიაპაზონის ლაზერული გამზომებისა და შიდა GPS-სთვის განკუთვნილი დრაივერების მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბრძოლის ველზე მომხდარის სრული სურათის მიღება. Samsung-მა ასევე შეიმუშავა მთელი რიგი სპეციალიზებული მახასიათებლები: გამძლე კორპუსი, კონექტორები და კონცენტრატორები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ტაქტიკური კომპლექსების ფართო ნაკრებთან მუშაობისას, შედეგად სმარტფონი გამოსადეგი ხდება საომარი მოქმედებების ფართო სპექტრისთვის. ბუნებრივია, Samsung-ი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს კამერის გაფართოებულ შესაძლებლობებს, რაც ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს დააფიქსირონ, ჩაიწერონ და გაგზავნონ ბრძოლის ველზე მიღებული ინფორმაცია. https://bit.ly/2Tqd9VK Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.