Jump to content

YouTube-ში გამოჩნდა Bitcoin-ების ფეიკ-გავრცელება Google-ის დამფუძნებლის სახელით. არხს 27 ათასი გამომწერი ჰყავს


Recommended Posts

თაღლითებმა YouTube-ზე შექმნეს ფეიკ-ექაუნთი და Google-ის დამფუძნებელ სერგეი ბრინის სახელით გამომწერებს დაპირდნენ 5000 BTC-ის განაწილებას. გარკვეულ მომენტში პირდაპირ ეთერს უყურებდა 100 აასზე მეტი ადამიანი - მცირე ზომის ფანჯარში აჩვენბდნენ ბრინის ძველ გამოსვლას, მის ფონზე კი წარადგინეს თაღლითური სქემა. 

ორგანიზატორები ტრადიციულად სთავაზობდნენ მაყურებლებს მათ ექაუნზე 0,1-დან 25 BTC-მდე გადარიცხვას, რათა შედეგად ორჯერ მეტი მიეღოთ. ამგვარი სქემები Twitter-ზე პოპულარული იყო 2017-2018 წლებში. 

ამ დროისთვის ვიდეო და YouTube-არხიც მიუწვდომელია. 

ბრინის სახელის მქონე არხზე ნათქვამია, რომ ამგვარად იგი „ხელს უწყობს Bitcoin-ის მასობრივ მიღებას“. ვებ-გვერდზე მითითებული მრიცხველი აჩვენებს ყალბ ახალ ტრანზაქციებს დაახლოებით ყოველ 10 წამში. 

image.jpeg 

სტატიის წერის მომენტში ზემოთხსენებული თაღლიების საფულეში 0,73 BTC იყო. მასში რეალურად განხორციელდა მხოლოდ ექვსი ტრანზაქცია. მეორე საფულეში, რომელიც YouTube-ვიდეოში ფიგურირებდა, ჯამში ირიცხება 5,65 BTC -  15 ტრანზაქციის შედეგად. 

შეგახსენებთ, რომ ადრე YouTube-ზე აღმოჩენილ იქნა Ripple-ის ხელმძღვანელის სახელზე შექმნილი ფეიკ-ექაუნ, რომლის სახელით ბოროტმოქმედ დააანონსა 50 მილიონი XRP-ის განაწილება მომხმარებლების ტოკენების სანაცვლოდ. 

აპრილში fintech-სტარტაპმა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა სარელი შეიტანეს ვიდეოჰოსტინგის წინააღმდეგ და იგი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულეს. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ Google-ის შვილობილი კომპანია არ იღებს ზომებს თაღლითების წინააღმდეგ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.