Magdalena Posted May 18, 2020 Share Posted May 18, 2020 კომპანია Tesla-მ, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, განსაზღვრა ორი პოტენციური რაიონი შეერთებულ შტატებში თავისი ახალი ქარხნის მშენებლობისთვის. კანდიდატებს შორის განიხილება ოსტინი (ტეხასის შტატი) და ტალსა (ოკლაჰომას შტატი). აღსანიშნავია, რომ Tesla-ს წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის წინ ტალსაში იყვნენ და გაეცნენ ხელმისაწვდომ ტერიტორიებს. მოკლედ, საბოლოო გადაწყვეტილება ქარხნის ასაშენებელი ტერიტორიის შესახებ ჯერ კიდევ მიღებული არ არის. ინტერნეტ-წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ახალი ქარხანა იქნება Tesla-ს ყველაზე დიდი საწარმო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რომელშიც იგეგმება მოხდეს სრულიად ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის გამოშვების ორგანიზება. გარდა ამისა, ქარხანა დაკავდება კომპაქტური Model Y ქროსოვერების წარმოებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს აშშ-ს ტეროტორიაზე ქარხანა უკვე აქვს ფრიმონტში (კალიფორნიის შტატი). ამ ქარხანაში იწარმოება ელექტრომობილები Model S, Model X და Model 3. დაწესებულებაში მომუშავე პირების რაოდენობა დაახლოებით 10 ათასია. გარდა ამისა, Tesla-ს ნევადას შტატში, რინოშიც აქვს ქარხანა, სადაც მზადდება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ლითიუმ-იონური ბატარეები და ძრავის კომპონენტები. ამ საწარმოში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 6500-ია. Tesla-ს კიდევ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს შანხაიში, ჩინეთში. და ბოლოს, მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს გერმანიის ტერიტორიაზე. https://bit.ly/2LD4POa Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.