Jump to content

კომპიუტერი დრეკადი ეკრანით Lenovo ThinkPad X1 Fold გამოვა Windows 10-ით Windows 10X-ის ნაცვლად


Recommended Posts

მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ Lenovo გეგმავდა მსოფლიოში პირველი, დრეკადი ეკრანის მქონე პერსონალური კომპიუტერის გამოშვებას ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე, მოგვიანებით კი გამოვიდოდა ვერსია Windows 10X-ით. მას შემდეგ, რაც Microsoft-მა Windows 10X-ის რელიზი 2021 წლამდე გადადო, Lenovo-ს გეგმაში დარჩა ვერსია Windows 10-ით და წარადგინა ThinkPad X1 Fold ხსენებული ოპერაციული სისტემით. 

image.jpeg 

Lenovo ThinkPad X1 Fold  - ეს გახლავთ დასაკეცი კომპიუტერი 13.3-დუიმიანი დრეკადი 2K OLED დისპლეითი, რომლის გვერდების შეფარდებაა 4:3. მოწყობილობა წარმოდგენილია სადგამით, დოკ-სადგურითა და Bluetooth Mini Fold კლავიატურით, რომელიც მაგნიტებზე ფიქსირდება და იმუხტება სადენის გარეშე. ლეპტოპის კორპუსი დამზადებულია მსუბუქი შენადნობისა და ნახშირბადის ბოჭკოვანასგან, აგებულია უნიკალური მრავალრგოლიანი სახრის მექანიზმის გამოყენებით. მოწყობილობა 999 გრამს იწონის. 

ThinkPad X1 Fold-ში გამოყენებულია Intel Core სერიის პროცესორები Intel Hybrid ტექნოლოგიია და Intel UHD Gen 11 გრაფიკით, ასევე ხელმისაწვდომია 8 გბ-მდე მოცულობის LPDDR4X (4267 მჰც) ოპერატიული მეხსიერება და 1-ტერაბაიტიანი PCIe NVMe M.2. 

Lenovo ThinkPad X1 Fold აღჭურვილია ინტეგრირებული 5-მეგაპიქსელიანი HD RGB კამერითა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მქონე AI-კამერით. ხელმისაწვდომია სტერეოდინამიკები Dolby Audio ტექნოლოგიიით და 50 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 11-საათიან ავტონომიურ მუშაობას სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. 

Lenovo- პირველი დასაკეცი პერსონალური კომპიუტერი დრეკადი ეკრანით აღჭურვილია შემდეგი პორტებით: USB Type-C Gen1 და Gen2 , DisplayPort ( USB Type-C-ით), აქვს ასევე SIM-ბარათის სლოტი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Wi-Fi 6 (802.11ax), Bluetooth 5.0, 5G და 4G LTE (Cat.20). მოწყობილობის ზომა გაშლილ მდგომარეობაში შეადგენს 299,4 × 236,0 × 7,8 მილიმეტრს, დაკეცილზე კი - 158,2 × 236,0 × 27,8 მმ-ს. 

Lenovo აცხადებს, რომ ThinkPad X1 Fold ოპერაციული სისტემა Windows 10-ით გაყიდვაში გამოვა 2020 წლის შუა პერიოდში და მისი ფასი იქნება 2499 აშშ დოლარი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.