Jump to content

მძლავრი გეიმინგ ლეპტოპები Dell G5 15 SE - AMD Ryzen 4000-ით, 4,4 გჰც-მდე სიხშირითა და 144 ჰც დისპლეით 21 მაისს გამოვა


Recommended Posts

Dell-მა გამოუშვა G5 15 SE ლეპტოპები უახლესი AMD Ryzen 4000 პროცესორებითა და Radeon RX გრაფიკული ადაპტერებით, რაც მათ აქცევს AMD-ის პროცსორების მქონე Dell-ის პირველ სრულფასოვან გეიმინგ ლეპტოპებად. 15.6-დუიმიანი Dell G5 15 SE (Special Edition) დაანონსდა ჯერ კიდევ CES 2020-ზე და მასში გამოყენებულია AMD-ის უახლესი აპარატული კომპონენტები. 

image.png 

G5 15 SE ლეპტოპები წარმოდგენილია ვერცხლისფერში და შესანიშნავად გამოიყურება. მოწყობილობებს აქვთ 15.6-დუიმიანი ეკრანი და სრულზომიანი კლავიატურა განათებით. მოწყობილობაში წარმოდგენილია გაგრილების საიმედო სისტემა უკანა მხარეს დიდი ზომის ჭრილებით. 

image.png 

Dell G5 15 SE გამოვა AMD Ryzen 4000 "Renoir" პროცესორის მხრივ სამ ვარიანტად: 

მობილური პროცესორი  AMD Ryzen 5 4600H (6 ბირთვი, 12 ნაკადი - 3,0 გჰც / 4,0 გჰც); 

მობილური პროცესორი  AMD Ryzen 7 4800H (8 ბირთვი, 16 ნაკადი - 2,9 გჰც / 4,2 გჰც); 

მობილური პროცესორი AMD Ryzen 9 4900H (8 ბირთვი, 16 ნაკადი- 3,3 გჰც / 4,4 გჰც). 

სამივე ვარიანტის TDP-ის დონე 45 ვატია. 

GPU-ის სახით გამოყენებულია დისკრეტული გრაფიკა AMD Radeon RX 5600M, რომელსაც აქვს გრაფიკული პროცესორი Navi 10  2304 ნაკადური პროცესორით, 6 გბ GDDR6 მეხსიერებით და მუშაობს 12 გბ/წმ სიჩქარით 192-ბიტიანი სალტით, უზრუნველყოფილია ჯამური სიქარე 288 გბ/წმ. Dell-ს არ მიუთითებია გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები, თუმცა მან უნდა იმუშაოს 1200-1300 მჰც-ზე. დისპლეის ვარიანტები მოიცავს Full HD 1920 x 1080p გაფართოების პანელებს ფონური LED განათებით, კადრის განახლების სიხშირეა 60 ან 144 ჰერცი. 

სხვა ტექნიკური მახასიათებლებია 32 გბ-მდე (DDR4-3200) მეხსიერება, ასევე ერთი 1-ტერაბაიტიანი M.2 SSD ან ორი M.2 SSD – 512 გბ მოცულობით.  

ლეპტოპებში გამოყენებულია ბატარეის ორი ვერსია: ერთი ვარიანტი გახლავთ 3-ელემენტიანი 51 ვტ/სთ მოცულობის, მეორე კი - 4-ელემენტიანი 68 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა ადაპტერიდან 240-ვატიანი კვებით. Dell G5 15 SE ლეპტოპის საბაზისო კონფიგურაცია 2.5 კილოგრამს იწონის. 

image.png 

დაკავშირებისთვის გამოიყენება: 1 USB 3.2 Gen 1, 1 USB-C - DisplayPort Alt რეჟიმით, HDMI 2.0, 1 miniDP, RJ45 LAN, SD ბარათის სლოტი და ყურსასმენის/მიკროფონის კონექტორი. აუდიო სისტემა წარმოდგენილია გეიმერული პროგრამული უზრუნველყოფა Nahimic 3D-თი, რაც განაპირობებს მაალი ხარისხის ჟერადობას და ქმნის 3D ეფექტს. კომპლექტში ასევე შედის ინტეგრირებული HD (720p) ვებ-კამერა. Dell G5 15 SE ლეპტოპები ხელმისაწვდომი გახდება 21 მაისიდან,  მათი ფასები ჯერ უცნობია, თუმცა საბაზისო კონფიგურაცია სავარაუდოდ არანაკლებ 1000 აშშ დოლარი ეღირება. 

Dell G5 15 SE 5005-ის სრული მახასიათებლები: 

image.png 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.