Jump to content

პაველ დუროვმა პროექტ Telegram Open Network-ის დახურვა გამოაცხადა


Recommended Posts

image.jpeg

პაველ დუროვმა განაცხადა, რომ Telegram-მა შეწყვიტა მუშაობა ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network-ზე. მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს ალტერნატიულ ქსელებს თავისი გუნდის მიერ შექმნილი პროექტის ბაზაზე. 

დუროვმა დაწერა, რომ TON-ის შექმნაზე მუშაობა ორწელიწადნახევარი მიმდინარეობდა. მას უნდა გაესწრო Bitcoin-ისა და Ethereum-ისთვის სიქარითა და მასშტაბირებით, თანაც შეენარჩუნებია დეცენტრალიზაცია. მისი თქმით TON-ის Telegram-თან ინტეგრაციით მიღწევადი გახდა რევოლუცია ფულად ტრანზაქციებსა და ინფორმაციის გაცვლაში. 

მან TON შეადარა ოქროს მომპოვებელ ორგანიზაციებს, Gram ტოკენი კი - ოქროს. დუროვის ანალოგიის თანახმად ინვესტრებმა ინვესტიცია ადეს წარმოებაში, თუმცა მოისურვეს არა  ოქროს თავიანთთვის მოპოვება, არამედ გადაწყვიტეს მოგება ენახათ ოქრის სხვისთვის მიყიდვიდან. სწორედ ამიტომ აშშ-ის სასამართლომ აკრძალა ინვესტორებს შორის ტოკენების გავრცელება. 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ სხვა ქვეყნები მოკლებულნი არიან სუვერენიტეტს როდესაც საქმე ეხება უშუალოდ იმ ფაქტს - რა არის კარგი მაცხოვრებლებისთვის და რა - არა. თუკი შეერთებული შტატები ერთხელაც აკრძალავს ყავას და მოითხოვს იტალიაში ყავის სახლების დახურვას იმის გამო, რომ იქ შეიძლება ამერიკელი რეზიდენტები შევიდნენ -  ასეთ გადაწყვეტილებას არავინ დაეთანხმება“. 

დუროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფარგლებს გარე ხალხს შეუძლია აირჩიოს პრეზიდენტები და პარლამენტები, თუმცა დიდწილად აშშ-ზე არიან დამოკიდებულნი ტექნოლოგიებისა და ფინანსების კუთხით. 

აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს თავისი კონტროლი დოლარზე, რაა დახუროს ბანკი ან საბანკო ანგარიში პლანეტის ნებისმიერ წერტილში. მას შეუძლია კონტროლის დამყარება Apple-სა და Google-ზე, რათა გააქროს გარკვეული აპლიკაცები AppStore-იდან და Google Play-დან. სამწუხაროდ ეს სიმართლეა - სხვა ქვეყნები არ ფლობენ სუვერენიტეტს გადაწყვეტილებების მიღებაში. მსოფლიოს მოსახლეობის 96% დამოკიდებულია გადაწყვეტილებების მიმღებ აშშ-ში მცხოვრებ პირებზე“. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოგიერთი ვებ-გვერდი იყენებს მის სახელს ან „TON”-ს საკუთარი პრექტების წინ წამოწევის მიზნით და საზოგადოებას მოუწოდა არ ანდონ ასეთ ვებ-გვერდებს პირადი მონაცემები და ფული. Telegram-ის წარმომადგენლებს ასეთ ინიციატივებთან საერთო არაფერი აქვთ - განაცხადა დუროვმა. 

მან გამოთქვა ეჭვი საკითხზე - ადრე თუ გვიან მხარს დაუჭერს თუ არა ალტერნატიულ ქსელებს Telegram-ის ბაზაზე. მისი თქმით ისი გუნდი ამგვარ პროექტებთან კავშირში არაა. პირველი ამგვარი ქსელი ცოტა ხნის წინ აამოქმედა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მმწოდებელმა TON Labs-მა და მსხვილი ვალიდატორების გუნდმა. 

„ყველას წარმატებას ვუსურვებ ვინც იბრძვის დეცენტრალიზაციის, ბალანსისა და თანასწორობისთვის. ეს მართალი საქმეა. ეს შესაძლოა ჩვენი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იყოს. ვიმედოვნებ, რომ სხვები მიაღწევენ წარმატებას იქ, სადაც ჩვენ წარუმატებლობა განვიცადეთ“ -  დაწერა დუროვმა გამოსათხოვარ შეტყობინებაში. 

30 მარტს დუროვმა Telegram Open Network-ის ინვესტორები გააფრთხილა, რომ ქსელი არ ამოქმედდებოდა აშშ-ის ფასიანი ქაალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) კონფლიქტისა და ამერიკის სასამართლოს მიერ Gram ტოკენის გავრცელების აკრძალვის გამო. 

მან ინვესტორებს შესთავაზა გარიგება: აეღოთ ჩადებული ინვესტიციების 72% ან ხელი მოეწერათ ახალ შეთანხმებაზე, რიაც პროექტს 2021 წლის 30 აპრილამდე ქსელის ამოქმედების შესაძლებლობა მიეცემოდა. ეს უკანასკნელი ვარიანტი ითვალისწინებდა Gram-ის ან სხვა კრიპტოვალუტის მიღებას ქსელის გაშვებისას, ან ჩადებული ფულის 110%-ის მიებას. დუროვი მზად იყო ჩავარდნის შემხვევაში Telegram-ის წილი გაეყიდა კიდეც. 

ამის შემდეგ ინვესტორებმა მიიეს კიდევ რამდენიმე წერილი, რომლებშიც კიდევ ერთხელ შეიცვალა გარიგების პირობები. ამერიკელ ინვესტორებს ცალკე წერილებში აეკრძალათ პროექტში სამომავლოდ მონაწილეობა და უფლება დარჩათ უკან წაეღოთ ჩადებული თანხის მხოლოდ 72%. დანარენ ინვესტორებს აცნობეს,  რომ Gram-სა და სხვა კრიპტოვალუტას ვერ მიიღებდნენ.  

მორიგ წერილში განცხადების შინაარსი უფრო დეტალურად გაირკვა: ინვესტორებს შესავაზეს ინვესტიციები TON-ში გაეფორმებინათ როგორც კრედიტი წლიური 52,77% -ით, რათა მიეღოთ თავდაპირველად ჩადებული თანხის 110%  2021 წელს.  

პირველად ბლოკჩეინ-პლატფორმა TON-ის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის ბოლოს, თუმცა Telegram-მა პროექტში მონაწილეობა ფაქტობრივად მხოლოდ 2018 წლის შემოდგომაზე დაადასტურა. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად დახურული ICO-ს ორი რაუნდის ფარგლებში, 2018 წლის თებერვალსა და მარტში TON-მა მოიზიდა 1.7 მლრდ აშშ დოლარი აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ინვესტორებისგან.  

თავდაპირველად ქსელი უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა SEC-მა შეძლო ტოკენების გავრცელების დროებითი აკრძალვა. როდესაც დუროვმა ინვესტორებთან პირველი გარიგებები დაასრულა, ახალი დედლაინი დააწესა. 

SEC-ში მიიჩნევენ, რომ SAFT-კონტრაქტების გაყიდვა, ტოკენების გავრცელება და Gram-ტოკენების შემდგომ გაყიდვა მეორეულ ბაზარზე იყო ინვესტიციური კონტრაქტი, რომელიც არღვევდა ფასიანი ქაალდების კუთხით ფედერალურ კანონმდებლობას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.