Jump to content

Bitcoin-ის მესამე ჰალვინგი შედგა: კურსი ჯერჯერობით სტაბილურია


Recommended Posts

შედგა მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიოს კრიპტოენთუზიასტები ელოდნენ -  630 ათას ბლოკზე ორჯერ, 12,5-დან 6,25-მდე შემცირდა მაინერების მიერ ბლოჩეინზე ახალი ბლოკის დამატების ჯილდო. კრიპტოვალუტის კურსი ბოლო საათებში სტაბილურია და დაახლოებით 8800 აშშ დოლარიან დონეზეა. 

image.png 

თავად ჰალვინგის იდეა ათ წელზე მეტი ხნის წინ პროგრამულად იყო ჩადებული Bitcoin- შემქმნელ სატოში ნაკამოტოს მიერ ბლოკჩეინის ქსელის მუშაობის პროტოკოლში. ჰალვინგი ხდება დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადი ერთხელ (პირველი შედგა 2012 წელს, მეორე - 2016 წელს) და მისი მიზანია კრიპტოვალუტის ემისიის კონტროლი და მისი ინფლაციისგან დაცვა. თუმცა ამჟამად პრობლემას წარმოადგენს კრიპტოვალუტების მფლობელთა  მიმბაძველების დიდი როდენობა, რაც Bitcoin-ის დეფიციტის იდეისკენ უბიძგებს. 

image.png 

მიზეზი, რომლის გამოც ჰალვინგი მეტად აღელვებს მაინინგსა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს, არის ის, რომ ეს მოვლენა განიხილება, როგორც მძლავრი დადებით ფაქტორი კრიპტობაზრის ფლაგმანის ფასის ზრდისთვის. ლოგიკა გასაგებია - მავარი ეკონომიკური პრნციპის შესაბამისად მიწოდების შემცირებისას ფასი იმატებს. თუმცა მიუხედავად ჰალვინგისა, კრიპტოვალუტის მიწოდება-შეავაზება კიდევ მატულობს, თუმცა გაცილებით ნელი ტემპით. ხვალ ბრუნვაში უფრო მეტი Bitcoin-ი იქნება, ვიდრე დღეს არის. 

იმ დროს, როდესაც მსოფლიო საფონდო ბაზარი კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალდა, Bitcoin-ი შესაძოა ინვესტორებისთვის ავშესაფარი ყოფილიყო კრიზისის პერიოდში, თუმცა მისი პოპულარობა ჯერ ისე მაღალი არ არის, რომ ამ როლის პრეტენდენტად გვევლინებოდეს. ამჟამად კრიპტოვალუტა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია ვიდრე სხვა აქციები, თუმცა არ გამოიყურება ისე საიმედოდ, როგორც ოქრო და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები. ბევრი ანალიტიკოსი ამ აქტივის აშკარა სპეკულაციურ ბუნებაზეც მიუთითებს. 

ასეა თუ ისე, იპტოენთუზიასტები იმედოვნებენ, რომ მომხდარი ჰალვინგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს Bitcoin-ის კურსზე. წინა ორ ჰალვინგს საკმაოდ გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა ციფრული აქტივის ფასზე. მონეტის ფასი ჰალვინგების შემდეგ სწრაფად არ გაორმაგებულა, თუმცა ფასი სტაბილურად იზრდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჰალვინგამდე ერთი თვით ადრე Bitcoin-ის ფასი 26%-ით გაიზარდა, გასულ შაბათ-კვირას კი ფასის მაჩვენებელი 10 ათას აშშ დოლარიან ნიშნულამდე ავიდა. 

 

Link to comment
Share on other sites

იდეაში ძალიან არც უნდა დაეცეს ჰალვინგის შემდეგ კურსი, რამე პანიკა ან მძიმე ეკონომიკური კრიზისი თუ არ დაიწყო, წელს შეიძლება 12000-13000$ მეტზეც გაიზარდოს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.