Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით

 მოკლედ შარშან შევიძინე ლეპტოპი asus fx705dy-rs51, დანიშნულება ძირითადად სამუშაოდ კად პროგრამები და ა.შ  მოყვა ვინდოუს 10 იმის მერე ხელი არ მიხლია მუშაობს ნორმალურად.

 ეხლა პრობლემა რაშია, მოკლედ არ ვიცი ლეპტოპების პრობლემაა თუ ამას ჭირს ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილება მრჩება რომ ლეპტოპებს ტუფტა სიმძლავრეები უწერიათ ნუ რაც შეხება მქონია აქამდე. კერძოდ ლეპტოპთან ერთად მაქვს PC პროცესორი3870, GTX960 ოპერი 8გბ და ინტელის SSd. ამ ლეპტოპტს კი რაიზენის პროცესორი აქვს, RX560X 16გბ რამი და NVM-ს SSD.

მოკლედ ჩემი შეხედულებით და ისედაც მგონი რომ ლეპტოპის მონაცემები უკეთესია ვიდრე PC-ს მაგრამ რატომღაც ყველანაირი პროგრამა თუ თამაში PC-ზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე ეშვება და სტაბილურად მუშაობს, ხოლო ლეპტოპზე შედარებით დიდ ხანს ანდომებს ჩატვირთვას და შემდგომაც უჭირს მუშაობა. პირობითად ავტოკადში პერსონალურთან შედარებით მაგრად ლაგავს ასევე თამაშებში თუ სხვა პროგრამებში. ამასთან ტასკმენეჯერიდან არ ჩანს რომ რაიმე იტვირთება განსაკუთრებულად, ერთად ერთი პროცესორი შედარებით მეტად თორემ დანარჩენი არაფერი. თითქოს რაღაც ხელოვნურად ჭედავს, ვირუსის პონტშ არადა სულ ახალი ვიყიდე ამერიკიდან ჩამოტანილი პირველივე დღიდან ვერქაჩავს.

 კიდევ ერთი პრობლემა ისაა რომ სანამ დამტენზე არ შევაერთებ  ლეპტოპი სრული სიმძლავრით არ მუშაობს, Power მენეჯერიდან ყველაფერი მივუთითე მაგრამ ცოცხალი თავით არ მუშაობს, უფრო მკვდარია დამტენზე შედარებით ცოცხლდება. ელემენტარული ქულერებიც ძალიან დაბალ სიმძლავრეზე მუშაობენ როდესაც ელემენტზეა. დამტენზე ცოცხლდება.

მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი და რამდენად არის შესაძლებელი რომ ვინდოუსის გადაყენებამ უშველოს.

Link to comment
Share on other sites

i7-3770 გულისხმობ, თუ კი რატომ გგონია რომ ეგ მობილური რიზენი მაგაზე მძლავრია 3550H თუ აყენია ესეთი სხვაობაა მაგ ორს შორის https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-3770-vs-AMD-Ryzen-5-3550H/1979vsm718601 ვიდეოკარტებში კი ასეთი https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-GTX-960-vs-AMD-RX-560/3165vs3926 ანუ ორივე შემთხვევაში დაახლოებით 40% წინ იქნება სულ მცირე დესკტოპი მაგ ლეპტოპზე, ეგეც თუ ყველაფერი კარგათ და გამართულათ მუშაობს და ხურდება ძალიან ნაგრუზკაზე, ისე თემისთვის ჯობდა ნორმალური სახელი დაგერქმია და არა შენი ნიკის

Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, George said:

i7-3770 გულისხმობ, თუ კი რატომ გონია რომ ეგ რიზენი მაგაზე მძლავრია 3550H თუ აყენია ესეთი სხვაობაა მაგ ორს შორის https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-3770-vs-AMD-Ryzen-5-3550H/1979vsm718601 ვიდეოკარტებში კი ასეთი https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-GTX-960-vs-AMD-RX-560/3165vs3926 ანუ ორივე შემთხვევაში დაახლოებით 40% წინ იქნება სულ მცირე დესკტოპი მაგ ლეპტოპზე, ეგეც თუ ყველაფერი კარგათ და გამართულათ მუშაობს და ხურდება ძალიან ნაგრუზკაზე, ისე თემისთვის ჯობდა ნორმალური სახელი დაგერქმია და არა შენი ნიკის

შემეშალა აღწერაში, I5 არის 3570k ეს სერიაა როგორც მახსოვს, ანუ ნორმალურია ვითომ ყველაფერი? ყოველ შემთხვევაში გაჭედვის მომენტებში მენეჯერიდან რატომ არ მიჩვენებს არაფერს, თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის. არადა კარგი წარმოდგენის ვიყავი ამ ლეპტოპზე ამ დრომდე : ))

 თემის სათაურს რაც შეეხება თითქოს დავაწერე მაგრამ მერე ავტორიზაციისას ეტყობა წაიშალა, პირველად დავპოსტე და ნელ ნელა გავერკვევი.

Link to comment
Share on other sites

მაგ შემთხვევაში ასეთი სხვაობა გამოდის https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i5-3570K-vs-AMD-Ryzen-5-3550H/1316vsm718601 მაინც არაა ძალზე სწრაფი, 8 თრიდიანია მაგრამ საკმაოთ სკრომნი წარმადობა აქვს ახალ ინტელის მობილურ პროცესორებს თუ შევადარებთ ანალოგიური თრიდებით, რაც შეეხება წარმადობას, ეგ ვინდოუსის ფორმაზეც იქნება დამოკიდებული და თვითონ ნოუტბუკისას, ტემპერატურები მაღალი აქვს ისე ნაგრუზკაზე, ეგ აგდებს წარმადობას ლეპტოპებზე, ხო ისე ახალი 4000 სერიის რიზენის პროცესორები მაგაზე ბევრათ უკეთესი გამოუვიდათ, მაგრამ ცხელებია ეგენიც საკმაოთ ინტელებივით, 85 გრადუსზე ეგენიც ადიან ნაგრუზკაზე 6-8 ბირთვიანები მინიმუმ და არც 4 ბირთვიანი იქნება ძალზე გრილი

Link to comment
Share on other sites

გასაგებია, მადლობა, ]იმ პრობლემას რაც შეეხება, დამტენის გარეშე რომ ვერ მუშაობს სრული სიმძლავრით ესაც სტანდარტულია თუ შეიძლება მოგვარება?

 აი ეხლაც აუტაკდი მქონდა ჩართული და საშინლად ჭედავს, ამ დროს არც პროცესორი და არც ოპერატიული არაა დატვირთული ვიდეოზე საუბარიც არაა. რატომღაც მგონია რომ რამე ჭირს რა.

 

 გაცხელებით საერთოდ არ ცხელდება თუ რამე კატასტროფული არ ჩართე. ისე ქულერები ოდნავ უბერავს.

Link to comment
Share on other sites

ნუ ელემენტზე ეგრეა კი, ვერ მუშაობს მაქსიმალურ აბაროტებზე, გადახურების შემდეგაც ხალასტოი რეჟიმში გადადის, ეგეთი რამე ემართება როცა ხურდება უკვე საკმაოთ, რაღაც გარკვეული წუნი არაა გამორიცხული რომ ქონდეს, მაგრამ ეგრე ადვილათ ვერ დაადგენ თუ ყველაფერი სათითაოთ არ დატესტე

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, Misho0 said:

იმ პრობლემას რაც შეეხება, დამტენის გარეშე რომ ვერ მუშაობს სრული სიმძლავრით ესაც სტანდარტულია თუ შეიძლება მოგვარება?

ზოგადად ყველა ლეპი ეგრეა, მარა წესით შესაძლებელი იქნება ბიოსიდან მაგ შეზღუდვის მოხსნა, თუმცა მეე ბევრად მალე დაჯდება ხოლმე

Link to comment
Share on other sites

მოგესალმებით

მოკლედ გაირკვა როგორც იქნა კომპიუტერის შენელებული მუშაობის   მიზეზი, კერძოდ ჩავიწერე Metro Exodus სატესტო რეჟიმისათვის რათა გამერკვია საბოლოდ რასთან მქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ მეტროს საერთოდ ვერ უშვებდა, ყველაზე დაბალ სეთინგებზეც კი საშინლად ჭედავდა და ლაგავდა. ბუნებრივია საოცარია 2019 წლის გეიმინგ ლეპტოპისათვის ასეთი მოვლენები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია. სატესტო რეჟიმში ვაკვირდებოდი სხვადასხვა მონაცემებს, ყველაფერი რიგში იყო გარდა ერთისა-RX560 ვიდეო კარტის ნაცვლად დატვირთვა მოდიოდა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზე, RX560 ზე დატვირთვა იყო სტაბილურად 0%. არ ვიცი თანამედროვე კომპიუტერებში ყველგან ასეა თუ ესაა რამე სიახლე, ყოველ შემთხვევაში როგორც წავიკითხე შედარებით მცირე დატვირთვებზე სისტემა იყენებს ინტეგრირებულ ვიდეო კარტას ხოლო მძიმე დატვირთვებზე უკვე ვიდეო ბარათს. აღნიშნული სისტემა ენერგომოხმარების დაზოგვისთვისაა შექმნილი. სხვადასხვა პროგრამების გაშვებისას ინდექსი აქვს ენერგო მოხმარების მითითებული და სისტემურად ავტომატურად გადადის ინტეგრირებულიდან ვიდეო ბარათზე და პირიქით. აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ საკითხს რადგან ტასკ მენეჯერიდან მეტნაკლებად ორივე იტვირთებოდა ხოლმე მცირე სიმძლავრეებით, ხოლო მეტროს შემთხვევაში საერთოდ 0% დაეცა და მთელი დატვირთვა გადავიდა ინტეგრირებულზე. მივხვდი რომ გარკვეულ ანომალიასთან მქონდა საქმე. დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ბოლოს როგორც აღმოჩნდა იგივე პრობლემა ქონია ერთ ერთ უცხოელს,იმასაც მთელი ძებნის შემდეგ მოუძებნია ძლივს მოუძებნია გამოსავალი. საქმე იმაშია რომ ეს ყოფილა ამ სერიის ქარხნული პრობლემა, რის შედეგადაც ასუსმა გამოუშვა ახალი დრაივერები პრობლემის აღმოსაფხვრელად + სისტემური მართვის პროგრამა AMD Radeon software რომლის დახმარებითაც მოგვარებადი იყო პრობლემა, ოღონდ ერთი პირობით. დრაივერები უნდა განახლებულიყო საიტიდან გადმოწერილი გამაახლებლით და არა ხელით (ვცადე მანამდე და არ დადო შედეგი) + ზემოთხსენებული პროგრამაც საბოლოო ვერსია უნდა ყოფილიყო რომელიც დრაივერებში საერთოდ არაა, ცალკე უდევს ასუსს. უცხოელს ედო შესაბამისი ლინკი პროგრამის გადმოვიწერე. გადმოვწერე შემდგომ სისტემური გამაახლებელი. გავუკეთე განახლება, გავუშვი სისტემური მართვის პროგრამა მოვნიშნე გეიმინგ სეტაპებზე და ყველა პრობლემა გამოსწორდა. დატვირთვის ძირითადი წილი წამოვიდა RX560 ზე და მცირე ნაწილი დარჩა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზეც. მშვენივრად უშვებს მეტროს და კიდევ სხვა პროგრამებზეც შედარებით გამოცოცხლდა. მოკლედ ეს იყო მთელი პრობლემა და იმედია გამოადგება სხვებსაც.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.