Jump to content

ანალიტიკოსებმა შეაფასეს ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ქცევის მოსალოდნელი ხუთი პოპულარული სცენარი


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია CoinShares-მა შეაფასა ჰალვინგის შემდგომი Bitcoin-ის ქცევის ხუთი პოპულარული სცენარი - კატასტროფული და ნეგატიურიდან პოზიტიუ და ნეიტრალუ შედეგამდე. 

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიამ უკვე ორი ჰალვინგი გამოიარა და მათი შედეგი კარგადაა ცნობილი, ექსპერტების აზრი კვლავ იყოფა იმის შესახებ, თუ რა შედეგები ექნება მაინერებისთვის მომდევნო კვირაში მოსალოდნელ ჰალვინგს. 

Bitcoin-ის ისტორიაში რიგით მესამე ჰალვინგი ბევრად განსხვავებული იქნება წინა ორისგან. ხუთი ყველაზე პოპულარული თეორია გახლავთ შემდეგი: 

კატასტროფული ჰალვინგი გამოიწვევს მაინერების „სიკვდილის სპირალს“.  ამ ნაკლებად სარწმუნო სცენარის თანახმად ფასი ეტაპობრივად დაიწყებს კლებას და მაინერები იძულებულნი გახდებიან გათიშონ აღჭურვილობა. ეს ი თავის მხრივ გამოიწვევს Bitcoin-ის ქსელის სტაგნაციას: ჰეშრეითის შემცირება, ბლოკების ნელი გენერაცია და ა.შ. ციკლი გამეორდება სრულ შეწყვეტამდე. 

უკიდურესად პოზიტიური: Stock-to-flow მოდელის შესაბამისი. სცენარი შედარებით სარწმუნ ანს, თუმცა გარკვეული მომენტები საკამათოდ რჩება. 

ნეგატიური: ტრეიდერები, რომლებიც ხმას აყვნენ და კრიპტოვალუტა იყიდეს, გაყიდვას დაიწყებენ ასევე ახალი ამბების ფონზე -  ეს სცენარი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. CoinShares-ი იხსენებს Litecoin-ის შარშანდელ ჰალვინგ, როდესაც მონეტის ფასი ოთხი თვის განმავლობაში მკვეთრად დაეცა. ამასთან, Bitcoin-ის ფასი სპეკულანტების ხელშ იქნება. 

მეორე ნეგატიური სცენარი: Bitcoin-ის ფასზე მაინერების დამატებითი ზეწოლა - საკმაოდ სარწმუნო თეორია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სპეკულანტებთან კავშირს წინა სცენარის მიხედვით. ეფექტი გაძლიერდება კოტირებების შემცირებისას. 

სცენარი მინიმალური შედეგებით: არ მოხდება არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. ეს სცენარი დამაჯერებლად მიიჩნევა და მასში არასტაბილურობა დაახლოებით 1-5 % იქნება. 

CoinShares-ში  მიიჩნევენ, რომ Bitcoin-ის ფასის მცირე ხნის წინანდელმა კლება და მოსალოდნელმა ჰალვინგმა მაინერებს უბიძგა აღჭურვილობის ხელახალი ინვესტირებისა და მოდერნიზაციისკენ. პერსპექტივაში ეს გამოიწვევს მონეტების გაყიდვის საშუალებით Bitcoin-ის ფასზე გავლენის შემცირებას. 

დრე ცნობილმა ტრეიდერმა Joe007-მა გამოთქვა აზრი, რომ მოსალოდნელი ჰალვინგი გამოიწვევს კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების მკვეთრ მატებას და მიმდინარე ფასს „გადაჭარბებული“ უწოდა. 

თუ ვისაუბრებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, hedge-ფონდ Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ 2021 წლის აგვისტოში Bitcoin-ის ფასი 115 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.