Magdalena Posted May 6, 2020 Share Posted May 6, 2020 კომპანია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა ახალი თაობის სამომხმარებლო დესკტოპ პროცესორები, რომლებიც Comet Lake-S სერიაში შევიდა. ამჟამად კი საწარმოო და ინტეგრირებული სისტემების მწარმოებელმა კომპანია DFI-მ გაამხილა ცნობები იმავე თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. DFI წარმოგვიდგენს პროცესორების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნება მის სისტემებში Intel W480 და Q470 სისტემურ ლოგიკაზე. თუკი Q-სერიის ჩიპსეტები ადრე მოცემული იყო Intel-ის სამუშაო სადგურების ასორტიმენტში, W480 გახდა W-სერიის სისტემური ლოგიკის დებიუტი. იგი განკუთვნილია სამუშაო სადგურების შექმნისთვის და გვევლინება, როგორც რაღაც შუალედური Q470-სა და Z490-ს შორის. Intel W480 ჩიპსეტს აქვს vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა სისტემის დისტანციურად მართვისთვის, რაც სასარგებლო იქნება მსხვილი კომპანიების სისტემებში გამოყენებისას. კომპანია DFI მოიხსენიებს Xeon vPro პროცესორების ექვს მოდელს, ასაჯაროებს მათ ძირითად მახასიათებლებს, თუმცა არ აზუსტებს კონკრეტული მოდელების სახელწოდებებს. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად Intel წარადგენს ორ-ორ ექვს-, რვა- და ათბირთვიან Xeon vPro დესკტოპ პროცესორს. ყოველ წყვილში ერთ-ერთი პროცესორის TDP-ის დონე 35 ვატამდე იქნება, მეორისა კი - 80 ვატამდე. ტაქტის სიხშირეები სამწუხაროდ არ ხმაურდება, თუმცა ისინი აშკარად დაბალი იქნება სამომახმარებლო Core მოდელების სიხშირეებთან შედარებით. ასევე ცნობილია, რომ Xeon vPro იმუშავებს მხოლოდ Intel W480-ის მქონე დაფებზე. იმავე ჩამონათვალში ფიგურირებს ახალი თაობის Intel Core E, Pentium E და Celeron E პროცესორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია Intel-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამ სერიაში შესულია ორიდან ათ ბირთვამდე რაოდენობის მქონე პროცესორები. TDP-ის დონე სტანდარტულ მოდელებში 65 ვატია, TE ინდექსის მქონე მოდელებში კი - 35 ვატი. უფრო დაბალი TDP-ის დონის უზრუნველსაყოფად შემცირდა Core E პროცესორების სიხშირეები სამომხმარებლო მოდელების სიხშირეების დონემდე. https://bit.ly/3dbDHBw 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.