Magdalena Posted May 6, 2020 Share Posted May 6, 2020 Lenovo-მ გააფართოვა Rack-სერვერების ხაზი ორი მოდელით, ესენია ThinkSystem SR645 და SR665. ორივე სერვერს აქვთ ორი სოკეტი AMD EPYC 7002 პროცესორისთვის. ახალი სერვერები განკუთვნილია საბანკო სექტორისთვის, სავაჭრო ქსელებისა და ქლაუდ-პროვაიდერებისთვის. AMD EPYC საშუალებას იძლევა ერთ სერვერში განთავსდეს მეტი ბირთვი და მეხსიერება, თანაც ამგვარი გადაწყვეტილების ფასი საკმაოდ დემოკრატიულია. Lenovo ThinkSystem SR645-ს აქვს მეორე თაობის ორი AMD EPYC პროცესორის დაყენების მხარდაჭერა, ასევე 32 სლოტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებისთვის (4 ტერაბაიტამდე მოცულობა), ოთხი სლოტი 3.5-დუიმიანი დისკისთვის ან თორმეტი 2,5-დუიმიანი SAS, SATA ან NVMe-სთვის, აგრეთვე სამი კონექტორი მეხსიერების გაფართოების დაფისთვის PCIe 4.0 ინტერფეისით, ერთი OCP 3.0 კონექტორი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია 1U კომპაქტურ კორპუსში. სერვერში შესაძლებელია დაყენდეს 75 ვატამდე სიმძლავრის სამი ერთსლოტიანი გრაფიკული ამაჩქარებელი. Სრეზერვაციის მხარდაჭერის მქონე ე.წ. Hot-Plug კვების ბლოკების მაქსიმალური სიმძლავრე 1800 ვატს შეადგენს. Lenovo ThinkSystem SR665 უფრო მეტად შეესაბამება პროგრამულად განსაზღვრულ საცავებს ან ჰიპერკონვერგენტულ გადაწყვეტილებებს, დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკასა და ვირტუალიზაციას. ამ სერვერშიც შესაძლებელია ორი AMD EPYC პროცესორისა და DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების 32 მოდულის განთავსება, თუმცა 2.5-დუიმიანი დისკების რაოდენობამ შესაძლებელია მიაღწიოს ორმოცს, მათგან 32 არის NVMe. ასევე შესაძლებელია დაყენდეს სამი ორსლოტიანი 300 ვატამდე სიმძლავრის, ექვსი ერთსლოტიანი 150 ვატამდე სიმძლავრისა და რვა ერთსლოტიანი 75 ვატამდე სიმძლავრის გრაფიკული ამაჩქარებელი. ხელმისაწვდომია OCP 3.0 სლოტიც. კვების ბლოკის მაქსიმალური სიმძლავრე ამ შემთხვევაშიც 1800 ვატია. ორივე სერვერს აქვს Microsoft Windows Server, SUSE Linux Enterprise Server, Red Hat Enterprise Linux, VMware ESXi ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა. სერვერების მართვისთვის გამოიყენება XClarity კონტროლერი ქსელური პორტით. https://bit.ly/2zbKb4I 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.