Jump to content

Lenovo ThinkSystem SR645 და SR665: ახალი სერვერები AMD EPYC Rome-ის ბაზაზე


Recommended Posts

Lenovo-მ გააფართოვა Rack-სერვერების ხაზი ორი მოდელით, ესენია ThinkSystem SR645 და SR665. ორივე სერვერს აქვთ ორი სოკეტი AMD EPYC 7002 პროცესორისთვის. ახალი სერვერები განკუთვნილია საბანკო სექტორისთვის, სავაჭრო ქსელებისა და ქლაუდ-პროვაიდერებისთვის. 

AMD EPYC საშუალებას იძლევა ერთ სერვერში განთავსდეს მეტი ბირთვი და მეხსიერება, თანაც ამგვარი გადაწყვეტილების ფასი საკმაოდ დემოკრატიულია. 

image.jpeg 

Lenovo ThinkSystem SR645-ს აქვს მეორე თაობის ორი AMD EPYC პროცესორის დაყენების მხარდაჭერა, ასევე 32 სლოტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებისთვის (4 ტერაბაიტამდე მოცულობა), ოთხი სლოტი 3.5-დუიმიანი დისკისთვის ან თორმეტი 2,5-დუიმიანი SAS, SATA ან NVMe-სთვის, აგრეთვე სამი კონექტორი მეხსიერების გაფართოების დაფისთვის PCIe 4.0 ინტერფეისით, ერთი OCP 3.0 კონექტორი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია 1U კომპაქტურ კორპუსში.  

სერვერში შესაძლებელია დაყენდეს 75 ვატამდე სიმძლავრის სამი ერთსლოტიანი გრაფიკული ამაჩქარებელი. Სრეზერვაციის მხარდაჭერის მქონე ე.წ. Hot-Plug    კვების ბლოკების მაქსიმალური სიმძლავრე 1800 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

Lenovo ThinkSystem SR665 უფრო მეტად შეესაბამება პროგრამულად განსაზღვრულ საცავებს ან ჰიპერკონვერგენტულ გადაწყვეტილებებს, დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკასა და ვირტუალიზაციას. ამ სერვერშიც შესაძლებელია ორი AMD EPYC პროცესორისა და DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების 32 მოდულის  განავსება, თუმცა 2.5-დუიმიანი დისკების რაოდენობამ შესაძლებელია მიაღწიოს ორმოცს, მათგან 32  არის NVMe. ასევე შესაძლებელია დაყენდეს სამი ორსლოტიანი 300 ვატამდე სიმძლავრის, ექვსი ერთსლოტიანი 150 ვატამდე სიმძავრისა და რვა ერთსლოტიანი 75 ვატამდე სიმძლავრის გრაფიკული ამაჩქარებელი. ხელმისაწვდომია OCP 3.0 სლოტიც. კვების ბლოკის მაქსიმალური სიმძლავრე ამ შემთხვევაშიც 1800 ვატია. 

ორივე სერვერს აქვს Microsoft Windows Server, SUSE Linux Enterprise Server, Red Hat Enterprise Linux, VMware ESXi ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა. სერვერების მართვისთვის გამოიყენება XClarity კონტროლერი ქსელური პორტით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.