Magdalena Posted May 5, 2020 Share Posted May 5, 2020 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა ახალი დაბალბიუჯეტური პროცესორები AMD Ryzen 3 3100 და Ryzen 3 3300Х. პირველი მათგანის ფასია 100 აშშ დოლარი, მეორისა კი - 120 აშშ დოლარი. ორივე ვერსიას აქვს ოთხი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით. მათი შედარება მოხდა Intel-ის ერთ დაბალბიუჯეტურ წარმომადგენელთან. ეს არის მეათე თაობის პროცესორი Core i3-10100. ექსპერიმენტის სიზუსტის მიზნით მოხდა პროცესორების ტესტირება როგორც ნომინალურ, ისე აჩქარებულ სიხშირეებზე. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, AMD-ს პროცესორმა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები დააფიქსირა, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ. წარმოდგენილ ცხრილზე მოცემულია შედარებები. შედეგი საკმაოდ წინააღმდეგობრივია. Fire Strike Physics Score ტესტში წინ არის Ryzen 3 3100, მისი უპირატესობა დაახლოებით 2 ათასი ქულაა. Time Spy CPU Score ტესტში კი პარიტეტია. ამ ვითარევბაში ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: Ryzen 3 3100 მოდელისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება ახალი დედა დაფა, რადგანაც იგი შესანიშნავად ერგება АМ4 სოკეტს. Core i3-10100 პროცესორის შემთხვევაში კი საჭირო იქნება მთლიანი სისტემის შეძენა, რადგანაც ახალ ჩიპებს ახალი LGA 1200 სოკეტი სჭირდება. Core i3-10100 120 აშშ დოლარი ღირს, Ryzen 3 3100 კი - 100 აშშ დოლარი. რას აირჩევს მომხმარებელი მასობრივად, უცნობია, თუმცა დაპირისპირება უკიდურესად საინტერესოა. https://bit.ly/2W41SMt 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.