Jump to content

ჩარლი შრემი, ენტონი პომპლიანო, ძმები უინკლუოსები გვიზიარებენ თავიანთი პირველი მაინერების ფოტოებს


Recommended Posts

კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ცნობილმა მონაწილეებმა - ჩარლი შრემმა, ჩარლი და ბობი ლიმ, ძმებმა უინკლვოსებ და ენტონი პომპლიანომ მაინინგის თავიანთი პირველი მოწყობილობების ფოტოები გაუზიარეს Decrypt-ს. 

11 წელზე მეტი გავიდა Satoshi Nakamoto-ს მიერ Bitcoin-ის გენეზის-ბლოკის წარმოქმნიდან. მისი შემდგომი მოპოვება ხდებოდა ლიბერტარიანებისა და ტექნიკური ენთუზიასტების მიერ, რომლებმაც დღეისათვის უკვე მოიპოვეს პოპულარობა, სიმდიდრე და ათასობით გამომწერი სოციალურ ქსელებში. 

image.jpeg 

ფოტოზე: ჩარლი შრემი და - ASIC-ის გამომგონებელი იფუ გოუ ციფრული ოქროს მომპოვებელ ისტორიაში მეორე მოწყობილობასთან. წყარო: Decrypt 

Bitcoin Foundation-ის დამფუძნებელმა ჩარლი შრემმა რთული გზა გაიარა ამჟამად უკვე არარსებული ბირჟა BitInstant-ის გახსნისას, ასევე გაიარა პატიმრობა Silk Road-ზე ფულის გათეთრების ბრალდებით და შემდგომი სირთულეები რამდენიმე კრიპტოსტარტაპისა და Untold Stories პოდკასტის გამოშვებისას. 

მომდევნო ფოტო დათარიღებულია 2011 წლით და მასზე ასახულია ჩარლი ლის მაინინგ-მოწყობილობა. ფოტოზე ჩანს დედა დაფაზე მიერთებული ვიდეო დაფები. 

image.jpeg 

ფოტოზე: ჩარლი ლის მაინერი, 2011 წელი. წყარო: Decrypt 

Google-ში პროგრამისტად მომუშავე ჩარლი ლიმ 2011 წლის ოქტომბერში შექმნა „ციფრული ვერცხლი“ Litecoin (LTC). 2017 წლის დეკემბერში იგი მთლიანად გათავისუფლდა კუთვნილი მონეტისგან ხარული ბაზრის პიკის დროს. 

image.jpeg 

ფოტოზე: ბობი ლის მაინერი, 2011 წელი. წყარო: Decrypt 

ჩარლი ლის ძმა, ბობი ლი იმავე წლებში გატაცებული იყო Bitcoin-ის მაინინგით და შექმნა ერთ-ერთი პირველი კრიპტო ბირჟა ჩინეთში. ფოტოზე ხედავთ მის მიერ 2011 წელს აწყობილ მაინერს. 

image.jpeg 

ფოტოზე: ძმები უინკლუოსების მაინერი, 2013 წელი. წყარო: Decrypt 

კიდევ ორი პირი, რომელა გარეშე კრიტოინდუსტრია წარმოუდგენელია, ტაილერ და კემერონ უინკლვოსები არიან, რომლებიც მაინინგით 2013 წელს იყვნენ დაკავებული, თუმცა მთავარ აქცენტს ინვესტიციებზე აკეებდნენ. 

2013 წელს მათ პირველი კირპტოვალუტის ინვესტირება მოახდინეს 11 მლნ აშშ დოლარით, რაც Facebook-ის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგთან მოგებული სასმართლო დავის შედეგად მიიეს. თავდაპირველად ძმები მუშაობდნენ ShapeShift-ის გენერალურ დირექტორ ერიკ ვორჰესსა და ჩარლი შრემან ერთად BitInstant-ზე, მოგვიანებით კი ფოკუსირდნენ საკუთარი Bitcoin-ბირჟა Gemini-სა და Stablecoin Gemini Dollar-ის განვითარებაზე. 

image.jpeg 

ფოტოზე: ენტონი პომპლიანოს მაინინგ-ფერმა, 2015 წელი. წყარო: Decrypt 

Bitcoin-მაინინგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელ ენტონი პომპლიანოს. მან მაინერობა ზემოხსენებულ პირებზე გვიან დაიწყო, თუმცა 2015 წელს უკვე საკუთარ მაინინგ-ფერმას ფლობდა. 

იმ დროს პომპლიანო Facebook-ის პროდუქტ-მენეჯერი იყო, მან დაიწყო Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგი თავის მომავალ პარტნიორ ჯეისონ უილიამსთან ერთად. 

პომპლიან აგრეთვე უძღვება პოპულარულ პოდკასტს, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.  

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.