Jump to content

Apple-მა 2013 წლიდან მოყოლებული პირველად დაიკავა პლანშეტების მსოფლიო ბაზრის 30%


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Strategy Analytics-მა შეაფასა პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე ძალაუფლების ბალანსი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შეჯამების შედეგად: წარმოებამ კიდევ ერთი ვარდნა დააფიქსირა - გლობალური მიწოდება დაახლოებით 12 %-ით არის შემცირებული. 

image.jpeg 

გასული წლის პირველ მეოთხედში გაიყიდა დაახლოებით 36.6 მლნ პლანშეტი, მიმდინარე წლის მაჩვენებელი კი მხოლოდ 22.2 მილიონია. აღსანიშნავია, რომ წარმოებაზე გავლენა მოახდინა ახალმა კორონავირუსმა და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა. 

მიწურული კვარტლის შეჯამების შედეგად პლანშეტების უმსხვილეი მომწოდებელია კომპანია Apple თითქმის 30%-იანი წილით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი შედეგი მას პირველად აქვს 2013 წლის შემდეგ. 

image.jpeg 

წამყვან კომპანიებს შორის მეორე ადგილზეა Samsung-ი ბაზრის 14.6%-იანი წილით. მას მოსდევს Huawei 9.4%-ით. შემდეგ პოზიციებზე კი განთავსდა Amazon და Lenovo 8,6 % და 4,9 %-იანი მაჩვენებლებით, შესაბამისად.  

Android-პლანშეტებზე მოდის მთლიანი ბაზრის 57.1 %. 29.8 %-იანი წილი უჭირავს iOS-ბაზაზე არსებულ მოწყობილობებს, დაახლოებით 12.6% კი პლანშეტებს, რომლებიც მუშაობს Windows-ზე. Chrome OS-ზე მომუშავე პლანშეტების წილი მხოლოდ 0.5%-ია. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.