Jump to content

MSI-მ წარადგინა დაფები Comet Lake-S-ისთვის


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა 400-სერიის რამდენიმე დედა დაფა Intel Comet Lake-S პროცესორებისთვის. ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტის ახალი დაფები ორიენტირებულია LGA 1200 სოკეტის მქონე Intel-ის ჩიპებზე. MSI-ს დედა დაფებს აქვს სწრაფ მეხსიერებასა და 10-მდე ბირთვის მქონე დესკტოპ პროცესორებთან მუშაობის მხარდაჭერა. დაფები იყოფა სამ სეგმენტად: MEG, MPG და MAG. ისინი ორიენტირებულია მომხმარებლების სხვადასხვა მოთხოვნასა და ფასის კატეგორიაზე. 
 

image.jpeg 

 
 
ყველა დაფას აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოწინავე ინჟნრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, აღჭურვილნი არიან კარგი გაგრილების სისტემით და აქვთ M.2 SSD კონექტორი. ეფექტური გაგრილება უზრუნველყოფს PCB დაფის ფენების გაზრდილ რაოდენობას: მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა. 

დაფებს აქვთ ყველა ძირითადი სადენიანი და უსადენო ინტერფეისი, ასევე 2,5 გბ/წმ Ethernet-ისა და Wi-Fi 6 სტანდარტის მხარდაჭერა. ყველა დედა დაფა განათებითა და MSI-ს საფირმო გაგრილების ოპტიმიზაციიაა წარმოდგენილი. 
 

image.jpeg 

 
 
MEG სერიაში შედის ფლაგმანური მოდელები MEG Z490 Godlike და MEG 490 Ace. მათ აქვთ მასიური რადიატორები ქულერებითა და სითბური მილებით, ასევე აქვთ DDR4-5000 მეხსიერების მხარდაჭერა, ექსკლუზივი კი გახლავთ ლითონის ფირფიტა Chest Plate, რაც აღმოფხვრის კომპიუტერის კორპუსში დაყენებისას დაზიანების ალბათობას. MEG Z490 Godlike-ს გააჩნია ფერადი ეკრანი OLED მატრიცის ბაზაზე, ასევე 10 გბ/წმ Ethernet-ისა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

 
 
MPG სერიის წარმომადგნლებს აქვთ 2.5 გბ/წმ Realtek ინტერფეისი, მძლავრი გაგრილების სისტემა და DDR4-4800 მეხსიერება. ამ სერიაში შევიდა ოხი მოდელი და მა შორისაა micro-ATX  ფორმ ფაქტორის 490 Gaming Edge WIFI.  
 

image.jpeg 

 
 
ბიუჯეტური სეგმენტისვის კომპანიამ მოამზადა სერია MAG. სამი მოდელი აგებულია Intel B460 ჩიპსეტზე და კიდევ ერთი დაფუძნებულია Intel Z490-ზე. 
 

image.jpeg 

 
 
ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს Pro სერია, რომელიც მიმართულია სამუშაო სადგურებისკენ. მისი ფლაგმანური მოდელია Z490-A PRO დაფა. მასთან ერთად კომპანია MSI-მ გამოუშვა კიდევ რამდნიმე მოდელი B460 ჩიპსეტის ბაზაზე. 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.