Magdalena Posted May 2, 2020 Share Posted May 2, 2020 კომპანია MSI-მ წარადგინა 400-სერიის რამდენიმე დედა დაფა Intel Comet Lake-S პროცესორებისთვის. ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტის ახალი დაფები ორიენტირებულია LGA 1200 სოკეტის მქონე Intel-ის ჩიპებზე. MSI-ს დედა დაფებს აქვს სწრაფ მეხსიერებასა და 10-მდე ბირთვის მქონე დესკტოპ პროცესორებთან მუშაობის მხარდაჭერა. დაფები იყოფა სამ სეგმენტად: MEG, MPG და MAG. ისინი ორიენტირებულია მომხმარებლების სხვადასხვა მოთხოვნასა და ფასის კატეგორიაზე. ყველა დაფას აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოწინავე ინჟინრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, აღჭურვილნი არიან კარგი გაგრილების სისტემით და აქვთ M.2 SSD კონექტორი. ეფექტური გაგრილება უზრუნველყოფს PCB დაფის ფენების გაზრდილ რაოდენობას: მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაფებს აქვთ ყველა ძირითადი სადენიანი და უსადენო ინტერფეისი, ასევე 2,5 გბ/წმ Ethernet-ისა და Wi-Fi 6 სტანდარტის მხარდაჭერა. ყველა დედა დაფა განათებითა და MSI-ს საფირმო გაგრილების ოპტიმიზაციითაა წარმოდგენილი. MEG სერიაში შედის ფლაგმანური მოდელები MEG Z490 Godlike და MEG 490 Ace. მათ აქვთ მასიური რადიატორები ქულერებითა და სითბური მილებით, ასევე აქვთ DDR4-5000 მეხსიერების მხარდაჭერა, ექსკლუზივი კი გახლავთ ლითონის ფირფიტა Chest Plate, რაც აღმოფხვრის კომპიუტერის კორპუსში დაყენებისას დაზიანების ალბათობას. MEG Z490 Godlike-ს გააჩნია ფერადი ეკრანი OLED მატრიცის ბაზაზე, ასევე 10 გბ/წმ Ethernet-ისა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა. MPG სერიის წარმომადგენლებს აქვთ 2.5 გბ/წმ Realtek ინტერფეისი, მძლავრი გაგრილების სისტემა და DDR4-4800 მეხსიერება. ამ სერიაში შევიდა ოთხი მოდელი და მათ შორისაა micro-ATX ფორმ ფაქტორის 490 Gaming Edge WIFI. ბიუჯეტური სეგმენტისთვის კომპანიამ მოამზადა სერია MAG. სამი მოდელი აგებულია Intel B460 ჩიპსეტზე და კიდევ ერთი დაფუძნებულია Intel Z490-ზე. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს Pro სერია, რომელიც მიმართულია სამუშაო სადგურებისკენ. მისი ფლაგმანური მოდელია Z490-A PRO დაფა. მასთან ერთად კომპანია MSI-მ გამოუშვა კიდევ რამდენიმე მოდელი B460 ჩიპსეტის ბაზაზე. https://bit.ly/3aXWPBo 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.