Jump to content

Liqid LQD8360: ორჯერ იაფი და 20%-ით სწრაფი NVIDIA DGX-2-ზე


Recommended Posts

კომპანია NVIDIA დიდ ფსონს დებს DGX-2 გამომთვლელ სისტემებზე, რომელთაც აქვთ 16 ამაჩქარებელი Tesla V100, თუმცა Liqid მომხმარებლებს უკვე სთავაზობს მოდულურ სისტემა LQD8360-ს, რომელშიც გამოყენებულია უფრო ხელისაწვდომი მაკომპლექტებლები, ორჯერ იაფია DGX-2-ზე და თანაც უფრო მაღალი წარმადობის მქონეა. 

უნდა აღინიშნოს, რომ Liqid-ის სისტემური კომპლექტაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას საკმაოდ მოქნილი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სახის ამოცანისთვის საჭირო მოდულების მიერთებით. სისტემაში გამოყენებულია საკუთარი PCIe, Dell PowerEdge R640 სერვერები და GPU-მოდულები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Liqid 

ნეიროქსელთან მუშაობის აჩქარებაზე Liqid-ის მოწყობილობაში პასუხისმგებელია ე.წ. GPU Super Pod -  ცალკეული კორპუსი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ოცამდე NVIDIA Quadro RTX 8000 გრაფიკული ადაპტერი, თითოეული მათგანი იმუშავებს PCI Express x16 ინტერფეისით. NVMe პროტოკოლის მხარდაჭერის მქონე მეხსიერების სანახი სივრცეების ჯამური მოცულოა შესაძლოა აღწევდეს 60 ტერაბაიტს, გათვალისწინებულია ოთხი ქსელური პორტი მონაცემთა გადაცემის 100 გბიტ/წმ სიჩქარით. 

ოცი გრაფიკული პროცესორისგან შემდგარ სისტემას მუშაობა შეუძლია ერთ, ორ ან ოთხ ცენტრალურ პროცესორთან ერთად, ისინი განთავსდება მზა სერვერში. Dell-მა უკვე მოახდინა PowerEdge R640  სერვერების BIOS-ის ადაპტირება 20 გრაფიკულ ადაპტერთან კორექტულად მუშაობისვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: EnterpriseAI 

გრაფიკული ადაპტერებისა და სერვერული სისტემის ეფექტური მუშაობის საიდუმლო მდგომარეობს არა მხოლოდ საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Liqid Command Center-ის გამოყენებაში, არამედ სპეციალურ ინტერფეისშიც, რომელშიც მოცემულია PCI Express 3.0 შიდა გრაფიკულ ადაპტერებთან დაკავშირებისთვის. Resnet50 ტესტში 16 Quadro RTX 8000 გრაფიკული ადაპტერის მქონე კონფიგურაცია NVIDIA DGX-2-ზე სწრაფი აღმოჩნდა, თანაც მასზე დაახლოებით ორჯერ იაფია. 

Liqid არ აპრებს ამ სფეროში NVIDIA-სთვის კნკურენციის გაწევას. რეალურად, NVIDIA Liqid-ის სპეციალისტებს დაეხმარა სისტემის აწყობაში. გამოსახულების ამოცნობა Liqid LQD8360-ის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა ოცი Quadro RTX 8000 ადაპტერის მქონე სისტემის გამოყენება ესაძლებელია რენდერინგისთვისაც. NVIDIA DGX-2 კი უმეტესად გამოიყენება ნეირონული ქსელის სწავლებისთვისა და სხვა რთული გამოსათვლელი ამოცანებისთვის, ამიტომ Liqid გვევლინება როგორც NVIDIA-ს პატრნიორი კომპანია და მას არ გაუწევს კონკურენციას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.