Jump to content

მოსაზრება: ჰალვინგი კარგი შანსია Bitcoin-მაინინგის ბიზნესის დასაწყებად


Recommended Posts

image.jpeg

მოსალოდნელი ჰალვინგი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება დამწყებებისთვის, ვისაც მაინინგით სურს დაკავება, თუმცა გადამწყვეტი იქნება წვდომა იაფ ელექტროენერგიაზე - თვლის Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტი ალეხანდრო დე ლა ტორე. 

image.png 

ახალი მაინერები შეძლებენ პროგნოზის აგებას ჯილდოს სქემის საფუძველზე, რომელიც მოქმედი იქნება ოხი წლის განმავლობაში, Bitcoin-ის ფასი კი ისტორიულად ყოველი ჰალვინგის შემდეგ იზრდებოდა. ახალბედებს ხელს შეუწყობს ამ სფეროშ დაფინანსების ახალი მეთოდების გამოჩენაც, რაც აქამდე ხელისაწვდომი არ იყო - მიიჩნევს ვიცე-პრეზიდენტი. 

დე ლა ტორე დარწმუნებულია, რომ ჰეშრეითის მოკლევადიანი კლება ბლოკზე არსებული ჯილდოს შემცირების ფონზე გარდაუვალია. პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან დიდი და მცირე მაინინგ-ფერმები, რომელთაც დიდი დანახარჯები გააჩნიათ ელექტროენერგიაზე. გარდაუვალი იქნება ძველი არაეფექტური აღჭურვილობის გამორთვა. 

თუმცა, 2016 წლიდან (როდესაც წინა ჰალვინგი მოხდა) სექტორში გაჩნდა ბევრი მსხვილი წარმომადგენელი, გაიზარდა ASIC-მაინერების ეფექტურობა და კონკურენცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ზრდას გრძელვადიან პერსპერქტივაში. 

„ხელმისაწვდომია მრავალი ახალი ინსტრუმენტი ოპერაციული სისტემებისა და კონტროლის თვალსაზრისით, რაც მაინინგს უფრო მარტივად და მომგებიანად აქცევს. რამდენიმე წლის წინათ ეს ყველაფერი მიუწვდომელი იყო. მჯერა, რომ ინდუსტრია გააგრძელებს გაფართოებას გლობალურ დონეზე ”, - განაცხადა Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტმა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით თვითონ სხვა ალტკოინებიც გამოიყენებენ მაგ შანს,  თუნდაც მაინინგში, ეგ იმ შემთხვევაში თუ საკმაოთ გაიზრდება ბიტკოინის ფასი ჰალვინგის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში მაგისთვის მზათ იქნებიან და მაინინგშიც გაიზრდება ვირუჩკები თუ სწრაფი ზრდა დაიწყო ან გრძელვადიანი ტრენდი ფასის ზევით აწევის რეზკი დროპების გარეშე, რაც არ უნდა იყოს ყველა ბიტკოინს მიყვება ძირითადათ და ვირუჩკაც ხშირათ ბიტკოინის ფასის მიხედვით ნაწილდება მაინინგში, ანუ რაც მეტი რჩებათ კოინების დევებს, მით უფრო მეტს ურიგებენ მერე მაინერებს მაგ პერიოდში და პირიქით, განსაკუთრებით ეგ ცნობილ და პოპულარულ ალტკოინებს ეხება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.