Magdalena Posted April 24, 2020 Share Posted April 24, 2020 მიუხედავად იმისა, რომ უკვე აპრილის ბოლო პერიოდია, Valve-მ გადაწყვიტა შეაჯამოს მარტის შედეგები და გამოაქვეყნა გასული თვის საუკეთესო ახალი თამაშების ოცეული. ამაში პარადოქსული არაფერია: საქმე ის არის, რომ თვის საუკეთესო თამაშებში Valve მოიაზრებს თამაშებს, რომელთაც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვთ გამოშვებიდან ორ კვირაში. ოცეულში შესული თამაშების დიდი ნაწილი მარტის ბოლოს გამოვიდა - სწორედ ამან განაპირობა ჩამონათვალის წარდგენის შეყოვნება. მოკლედ, ლიდერთა ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება (თამაშები დალაგებულია ამჯერად არა შემოსავლის, არამედ გამოსვლის თარიღის მიხედვით - რაც უფრო გვიან გამოვიდა თამაში, მით უფრო ქვემოთაა ჩამონათვალში): Black Mesa; Yes, Your Grace; Avorion; Ori and the Will of the Wisps; DJMAX RESPECT V; Borderlands 3; Granblue Fantasy Versus; State of Decay 2 Juggernaut Edition; AI*Shoujo/AI*少女; DOOM Eternal; Panzer Corps 2; Half-Life Alyx; The Legend of Heroes Trails of Cold Steel III; Bright Memory; Idle Champions of the Forgotten Realms; Last Oasis; One Piece Pirate Warriors 4; One Step From Eden; Biped; Mount & Blade II Bannerlord. რადგანაც მარტის ყველა რელიზი ფასიანი თამაში იყო, Valve-მ დაამატა მინი-ტოპ უფასო თამაშები: Bombergrounds Battle Royale; Walking Simulator; Rakion Chaos Force; Super Bernie World; Idle Champions of the Forgotten Realms. საინტერესო სტატისტიკა: Steam-ზე მარტში გამოსული თამაშების თითქმის ნახევარი წინა სერიების გაგრძელებაა, ისინი შეიქმნა თოთხმეტ სხვადასხვა ქვეყნაში. რვა თამაში ან გამოვიდა ადრეული წვდომით, ან შეისყიდეს ისინი და იქცნენ სრულფასოვან რელიზებად. https://overclockers.ru/softnews/show/102935/black-mesa-doom-eternal-mount-blade-ii-i-half-life-alyx-popali-v-dvadcatku-luchshih-novinok-steam-za-mart 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted April 24, 2020 Share Posted April 24, 2020 დაანონსებული თამაშებიდან ამ თემაში გადმოვიტანე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.