Jump to content

ყველაზე პატარა კომპიუტერი მსოფლიოში: Chuwi LarkBox 0.16 ლ. მოცულობის კორპუსით


Recommended Posts

კომპანია Chuwi- ისაუბრა ახალ მცირე ზომის კომპიუტერ LarkBox-ზე, რომლის შესახებ პირველადი ინფორმაცია სულ ახლახან გახდა ცნობილი. მწარმოებელი კომპანია ამ მოწყობილობას უწოდებს მსოფლიოში ყველა კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერს 4K ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

კომპიუტერის ზომა ნამდვილად მცირეა - სულ რაღაც 61 × 61 × 43 მმ. ამრიგად, კორპუსის მოცულობა დაახლოებით 0.16 ლიტრს შეადგენს. მოწყობილობა იწონის მხოლოდ 127 გრამს, რაც ნამდვილად მცირეა ბევრ თანამედროვე სმარტფონის წონასთან შედარებითაც კი 

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპიუტერს საფუძვლად დაედებოდა Gemini Lake  თაობის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Celeron N4100 (1,1–2,4 გჰც) და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 600. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ჩიპი ფუნქციონირებს LPDDR4 სტანდარტის 6 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. 

მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD 128 გბ მოცულობით. დამატებით შესაძლებელია იმავე მოცულობის მქონე microSD ბარათის გამოყენება. 

image.jpeg 

მოწყობილობაში ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ინტეფეისების ნაკრები მოიცავს HDMI კონექტორს, სიმეტრიულ USB Type-C პორტს, ორ USB Type-A პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. 

საინტერესოა, რომ კომპიუტერს აქვს გაგრილების აქტიური სისტემა მცირე ზომის უხმაურო ვენტილატორით. ამასთან, LarkBox-ის სრული ენერგომოხმარება მოლოდინის რეჟიმში არაუმეტეს 5 ვატს შეადგენს. 

როგორც კომპანია ამტკიცებს, LarkBox განკუთვნილია სხვადასხვა მიზნით გამოყენებისთვის: მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც სახლის მინი კომპიუტერი ან გასართობი ცენტრი 4K ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომპიუტერი შესაძლებელია განთავსდეს ტელევიზორის უკან VESA-სტანდარტის სამაგრის მეშვეობით. 

Chuwi LarkBox-ის ფასისა და დამატებით მახასიათებლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.