Magdalena Posted April 21, 2020 Share Posted April 21, 2020 კომპანია Chuwi-მ ისაუბრა ახალ მცირე ზომის კომპიუტერ LarkBox-ზე, რომლის შესახებ პირველადი ინფორმაცია სულ ახლახანს გახდა ცნობილი. მწარმოებელი კომპანია ამ მოწყობილობას უწოდებს მსოფლიოში ყველა კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერს 4K ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. კომპიუტერის ზომა ნამდვილად მცირეა - სულ რაღაც 61 × 61 × 43 მმ. ამრიგად, კორპუსის მოცულობა დაახლოებით 0.16 ლიტრს შეადგენს. მოწყობილობა იწონის მხოლოდ 127 გრამს, რაც ნამდვილად მცირეა ბევრ თანამედროვე სმარტფონის წონასთან შედარებითაც კი. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპიუტერს საფუძვლად დაედებოდა Gemini Lake თაობის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Celeron N4100 (1,1–2,4 გჰც) და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 600. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ჩიპი ფუნქციონირებს LPDDR4 სტანდარტის 6 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD 128 გბ მოცულობით. დამატებით შესაძლებელია იმავე მოცულობის მქონე microSD ბარათის გამოყენება. მოწყობილობაში ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ინტეფეისების ნაკრები მოიცავს HDMI კონექტორს, სიმეტრიულ USB Type-C პორტს, ორ USB Type-A პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. საინტერესოა, რომ კომპიუტერს აქვს გაგრილების აქტიური სისტემა მცირე ზომის უხმაურო ვენტილატორით. ამასთან, LarkBox-ის სრული ენერგომოხმარება მოლოდინის რეჟიმში არაუმეტეს 5 ვატს შეადგენს. როგორც კომპანია ამტკიცებს, LarkBox განკუთვნილია სხვადასხვა მიზნით გამოყენებისთვის: მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც სახლის მინი კომპიუტერი ან გასართობი ცენტრი 4K ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომპიუტერი შესაძლებელია განთავსდეს ტელევიზორის უკან VESA-სტანდარტის სამაგრის მეშვეობით. Chuwi LarkBox-ის ფასისა და დამატებითი მახასიათებლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/1008821 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.