Jump to content

Hisense მზადაა გამოუშვას მსოფლიოში პირველი სმარტფონი ელექტრონული მელნის ტექნოლოგიის მქონე ფერადი ეკრანით


Recommended Posts

მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Hisense-მა წარადგინა სმარტფონის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ფერადი ელექტრონული მელნის (Color E-Ink) ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანი. დემონსტრაციამ საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოიპოვა: კომპანიამ ამჟამად განაცხადა, რომ კითხვისთვის განკუთვნილი ამგვარი სმარტფონი Hisense Color Ink Reader წარდგენილ იქნება 23 აპრილს ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე - 2020 China Digital Reading Cloud Conference. 

image.jpeg 

მოწყობილობის მთავარი მახასიათებელ, რა თქმა უნდა, ეკრანია, რომელშიც გამოყენებულია დესდღეობით არსებული ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია E-Ink-სფეროში და შეუძლია 4096 ფერის აღქმა. სმარტფონს მეტად დაბალი ენერგომოხმარება ექნება. რასაკვირველია, გაიზრდება კადრის განახლების სიხშირე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სმარტფონის გამოყენებას მხოლოდ კითხვისთვის არ აპირებს. 

image.jpeg 

ელექტრონული მელნის საფუძველზე შექმნილი ეკრანი ბევრ ამოცანაში უზრუნველყოფს დიდ ეკონომიას იმის ხარჯზე, რომ ასახავს უკანასკნელ გამოსახულებას კვების გამორთვისას. ეკრანს დღისით არ სჭრდება აქტიური განათება, იგი ეყრდნობა ბუნებრივ გარე განათებას. 

image.jpeg 

ღამით შესაძლებელია ჩაირთოს ინტეგრირებული თბილი განათება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლურჯი გამოსხივებისგან გამოწვეულ დატვირთვას თვალებზე. კონტენტს რაც შეეხება, Hisense Color Ink Reader შემოგვავაზებს მასალებს პლატფორმებისგან: Jingdong Reading, Palm Reading, QQ Reading, Migu Reading, People Reading და ა.შ. 

image.jpeg 

გარდა ამისა, Hisense Mobile-მა პირობა დადო, რომ 23 აპრილის პრეს-კონფერენციაზე აგრეთვე წარადგენს ახალ პლანშეტს საგანმანათლებლო სექტორისთვის, რომელიც წარმოდგენილი იქნება თვალების დაცვის ფუნქციითა და შესაძლოა E-Ink ეკრანით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.