Jump to content

Apple და Google ძალებს აერთანებენ Covid-19-ის კვლევისთვის


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა და Google-მა ისაუბრეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის ფარგლებში სურთ დაეხმარონ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში. ეს ყველაფერი განხორციელდება ადამიანების კონტაქტების კვლევის მეშვეობით. ამასთან, კომპანიები პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ასევე გამჭვირვალობა. პროგრამის მონაწილეებმა თანხმობა უნდა განაცხადონ მათ მონაცემებზე წვდომისთვის. მოკლედ, შეთქმულების თეორიის მომხრეები ამ პირობას სავარაუდოდ არ დაიჯერებენ. 

მაისში კომპანიები გამოუშვებენ პროგრამულ ინტერფეისებს, რომლებიც პასუხისმგებელი იქნება სამედიცინო აპლიკაციებში Android- და iOS-მოწყობილობების ჩართულობაზე. უახლოეს თვეებში Google და Apple იმუშავებენ კონტაქტების თვალყურის სადევნებელ პლატფორმაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება Bluetooth Low Energy-ზე. ფუნქციონალი ინტეგრირებული იქნება ოპერაციულ სისტემაში. 

image.jpeg 

დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანებზე თვალყურის დევნებაში შესაძლებელია სმარტფონების გამოყენება, ამაში ახალი არაფერია. თუკი ეს ხელს შეუწყობს კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლას, სავარაუდოდ ბევრი თანახმა იქნება. 

თუმცა კითხვა ჩნდება უშუალოდ მსგავსი სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამჟამად ვირუსისგან თავდაცვის საუკთესო საშუალებად თვითიზოლაცია, ტესტირება და ხელების რეგულარული დასუფთავება ითვლება. რამდენად დაგვეხმარება თვალყურის დევნების სისტემა? მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს კონტაქტებს, პიროვნებას მხოლოდ აცნობებს, რომ კონტაქტი უკვე მოხდა. თუმცა ეს შეიძლება სასარგებლოც კი იყოს: თუ იცით, რომ ინფიცირებულ პირთან გქონდათ კონტაქტი, შეგიძლიათ დარჩეთ სახლში ისე, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.