Jump to content

Intel-ი კიდევ 50 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს კორონავირუსსა და მის შედეგებთან ბრძოლაში


Recommended Posts

კორონავირუსის შედეგბთან ბრძოლის მიზნით Intel-მა თავდაპირველად გამოყო 10 მლნ აშშ დოლარი, ამ თანხის 40 % კომპანიის თანამშრომლებმა შეაგროვეს. ამჯერად კორპორაცია ანალოგიური მიზნით გამოყოფს კიდევ 50 მლნ აშშ დოლარს და იმედოვნებს, რომ დაჩქარდება ვაქცინის, ასევე იმ პაციენტების მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების შექმნა, რომლებიც უკვე დაინფიცირებულნი არიან COVID-19-ით. 

image.jpeg 

დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარს Intel-ი გამოიყენებს ვირუსთან ბრძოლის საშუალებების შექმნისა და ონლაინ-სწავლების მხარდაჭერისთვის. ვაქცინის, ტესტ-სისტემების, სამედიცინო აღჭურვილობის, დიაგნოსტიკის სხვადასხვა საშუალების შექმნა - ეს ყველაფერი ზემოთხსენებული ფონდის მიერ დაფინანსდება მთელ მსოფლიოში - ყველგან, სადაც Intel-ს ხელი მოუწვდება. 

კიდევ 10 მილიონი მიმართული იქნება პარტნიორებისა და პროექტების მხარდაჭერისკენ, რაც თანამშრომლების კერძო ინიციატივას წარმოადგენს. მაგალიად ინდოეთში უკვე იქმნება მასშტაბური სამედიცინო დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ტესტირებით უზრუნველყოფს ქვეყნის მცხოვრებთა მაქსიმალურ რაოდენობას. 

image.jpeg 

ტეხასში ერთ-ერთმა სამედიცინო ცენტრმა მიიღო პლატფორმა Sickbay, სადაც Intel-ის კომპონენტებია გამოყენებული. იგი საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად მიედევნოს   თვალყური რეანიმაციულ პალატებში არსებული პაციენტების სასიცოცხლო  მაჩვენებლებს,  ნორმატიული მაჩვენებლებიდან გადახრა ავტომატურად განისაზღვრება, რათა მორიგე  პერსონალმა მიიღოს განგაშის სიგნალი დაკვირვების ხელსაწყოს მეშვეობით. რეანიმაციის  პალატებში დამყარებულია მაღალი გარჩევადობის ვიდეოკავშირი, რაც საშუალებას იძლეა  

მიღებულ იქნას კონსულტაციები სპეციალისტებისგან დისტანციურად. დიდ ბრიტანეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მწარმოებლებს Intel-ი ამარაგებს თავისი პროგრამირებადი მატრიცებით. ეს აპარატები უნდა გამოუშვას კომპანია  Dyson-მა, რომელიც მტვერსასრუტების წარმოებაზეა სპეციალიზებული. აპარატი  დამონტაჟდება საწოლის თავთან. 

Intel-ი არ ივიწყებს საგანმანათლებლო სფეროსაც. სასწავლო დაწესებულებების დახმარება  მისი მხრიდან გამოიხატება ქსელური აღჭურვილობისა და კომპიუტერების მიწოდებაში,  რაც აუცილებელია ონლაინ-კურსებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებისთვის.  გარდა ამისა, კომპანიამ უკვე გაიღო ინდივიდუალური დაცვის მილიონობით საშუალება,  ასევე შეუერთდა სუპერკომპიუტერულ ინიციატივას, რომლის მიზანია კორონავირუსის  გენეტიკური კოდის გაშიფვრა. 

Link to comment
Share on other sites

აი კიდე ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს კომპანია არის ღორების.

ეს თანხა არის სემიჩკის ფული ინთელისთვის. მით უმეტეს თანამშრომლებმა ააგროვესო.

ღორები.

Link to comment
Share on other sites

ისე საინტერესოა ამდ რამდენი ჩარიცხა ეგრე, უბრალოთ ანალოგი რომ გაგვეკეთებინა, ნვიდიაც გადარიცხავდა ალბათ და მიკროსოფტი მაყუთს, ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, მე როგორც ვიცი ბილ გეიტსმა 100 მილიონი დოლარი შეაგროვა, თავისი ფონდიდან გადარიცხა ნაწილი, ნაწილი სხვებმა ჩაურიცხეს კორონას დასამარცხებლათ ეგ ინფოც დავაგდე სადღაც, მასტერ კარდიც მონაწილეობდა მაგ აქციაში, ბილის წამოწყებას ვგულისხმობ, ისე გამოთვლებისთვის IBM თავისი სერვერები გამოუყო მეცნიერებს, მგონი ეგ ინტელმაც გააკეთა და ამდ-ნვიდიაც ეხმარება ვიდეოკარტებით, ნუ ეგ ინფოებიც აქამდეც იდო და რამდენათ ეხმარება რეალურათ რთული სათქმელია, ბევრი რამე მგონი ისევ მეცნიერების კისერზე იქნება და ვედუში ლაბორატორიებში გადაწყდება, შეიძლება ერთმა ადამიანმაც კი გამოიგონოს ვაქცინა, საშველი არაა მოკლეთ ეხლა დასრულდა წინა დღის სტატისტიკა და https://www.worldometers.info/coronavirus/ 1900 კაცი გარდაცვლილა ისევ შტატებში 24 საათში, 1341 საფრანგეთში რაც ძალზე ბევრია, 881 ბრიტანეთში, 655 ესპანეთში და 610 იტალიაში, ჯამში ისევ საკმაოთ სერიოზული 7235 მაჩვენებლია, ახალი კეისები კი ისევ ძალზე მაღალი +85,221 ადამიანი, 100000 ადამიანს უახლოვდება უკვე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა მაგ ვირუსით რაც დაიღუპა უკვე 79% გამოჯამრთელდა დახურული კეისებიდან და 21% დაიღუპა სამწუხაროთ, საკმაოთ მაღალი მაჩვენებლია, 49,127 (4%) კი კრიტიკულათაა და მილიონზე მეტია Mild Condition დაინფიცირებულთა რიცხვიდან, ეგ სერიოზული მაჩვენებლებია, ვაქცინას კი წელს მემგონი ვერავინ გამოიგონებს, ჯერ ფორმულა უნდა იპოვონ, მერე ეგ ფორმულა დაიტესტოს ცხოველებზე და ადამიანებზე, მერე რაღაცეები ისევ შეცვალონ თუ არ იქნება ეფექტური ან უკუთვისებები ექნება, მერე ისევ დატესტონ და ეგ როდის დასრულდება კაცმა არ იცის, შემდეგი წლის ზაფხულამდეც კი გაიწელოსო შეიძლება ამ გაზაფხულამდე მაინც პირველი ეფექტური ვაქცინის გაშვება უკვე, აი სრული სპისოკიც ვინ რამდენი ჩარიცხა https://www.forbes.com/sites/hayleycuccinello/2020/03/17/billionaire-tracker-covid-19/?utm_source=TWITTER&utm_medium=social&utm_content=3257736914&utm_campaign=sprinklrForbesMainTwitter#7aa43b837e69

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.