Jump to content

Kirin 820 5G-სა და Snapdragon 765G-ის შედარება Huawei-ის ჩიპის უპირატესობას გვიჩვენებს


Recommended Posts

მარტის ბოლოს Huawei-მ წარადგინა 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე საშუალო დონის ცალკრისტალიანი სისტემა - Kirin 820, რომელიც საფუძვლად დაედო ახალ Honor 30S-ს. გამოშვებისთანავე ცნობილი გახდა, რომ იგი წარმადობით აღემატებოდა Snapdragon 765G ჩიპს. 

image.jpeg 

Kirin 820 5G - ეს გახლავთ 7-ნანომეტრიანი ჩიპი მძლავრი  Cortex-A76 @2,36 გჰც ბირთვით, სამი Cortex-A76 @2,22 გჰც ბირთვითა და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 @1,84 გჰც ბირთვით. Snapdragon 765G-ის ცენტრალური პროცესორის ბლოკი მსგავსია, თუმცა ბირთვების განაწილება განსხვავებულია: მძლავრი ბირთვი Kryo 475 Prime (Cortex-A76) @2,4 გჰც, ბირთვი Kryo 475 Gold (Cortex-A76) @2,2 გჰც და ექვსი ენერგოეფექტური ბირთვი Kryo 475 Silver (Cortex-A55) @1,8 გჰც. 

ამ გადანაწილებიდან ცხადია, რომ Kirin 820 5G უფრო მძლავრი პროცესორია, რადგანაც მას ოთხი Cortex-A76 ბირთვი აქვს, Snapdragon 765G-ს კი - მხოლოდ ორი. ამ ფაქტს ადასტურებს Geekbench-ტესტებიც. Kirin 820 5G-ის შედეგები Honor 30S სმარტფონში გაცილებით მაღალია (634 ქულა ერთბირთვიან და 2424 ქულა მრავალბირთვიან რეჟიმებში), ვიდრე Snapdragon 765G-ის წარმადობა Redmi K30 5G მოდელში (598 და 1772 ქულა, შესაბამისად). 

AnTuTu-ტესტირებებიც ანალოგიურ შედეგს გვიჩვენებს: ამ სატესტო პაკეტში Kirin 820 5G-მა მოაგროვა 130 080 ქულა, Snapdragon 765G-მა კი -  104 223 ქულა. 

გადავიდეთ გრაფიკულ ნაწილზე. Kirin 820 5G-ში გამოყენებულია ექვსბირთვიანი ამაჩქარებელი ARM Mali-G57, Snapdragon 765G-ში კი - საკუთარი გრაფიკა Qualcomm Adreno 620. ჩატარებული ტესტირებების თანახმად Mali-G57 უფრო მძლავრი გრაფიკული პროცესორია და აგროვებს 116 516 ქულას, Adreno 620 კი - 92 536 ქულას. Kirin 820 5G სხვა პირობებში ტესტირების შემხვევებშიც თავის უპირატესობას ამტკიცებს. 

image.jpeg 

რაც შეეხება კავშირის საშუალებებს, ორივე პროცესორს აქვს 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა SA და NSA არქიტექტურებით. Snapdragon 765G-ს აქვს Bluetooth 5.0, Kirin 820 5G-ს კი -  Bluetooth 5.1. რაც შეეხება პოზიციონირების სისტემებს, Kirin 820 5G-ს არ აქვს ინდური NavIC-ის მხარდაჭერა Snapdragon 765G-ისგან განსხვავებით.  

ჯამში შესაძებელია ითქვას, რომ Kirin 820 5G ყველაზე მძლავრი პროცესორი, რაც ოდესმე Huawei-ს შეუქმნია და Qualcomm-ის ვერც ერთი საშუალო კლასის ჩიპი შეედრება. დიდი ალბათობით, ჩიპების ამერიკული მწარმოებელი კომპანია ვიარებას ასე არ დატოვებს და მიმდინარე წელსვე წარადგენს ახალ ჩიპს, რომელიც Kirin 820 5G-ზე უკეესი წარმადობის იქნება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.