gio_kiborg Posted April 5, 2020 Share Posted April 5, 2020 "Error 43" არის ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემა Nvidia-ს ბარათებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის აპარატურული და დაკავშირებულია პროგრამულ მიზნებთან , უფრო ზუსტად Nvidia-ს შეზღუდვებთან, რომ არ ამუშაოს ვიდეობარათები ვირტუალურ სისტემებზე (Pass-through რეჟიმში) ან კიდევ External GPU რეჟიმში როდესაც კუსტარული ადაპტერებით თითქმის ნებისმიერ ლეპტოპზე შეიძლება გარეთა ვიდეოს შეერთება. მსგავსი პრობლემა შემექმნა Thinkpad T60p-ზე რომლის Advanced Docking Station Type 2503-ს აქვს PCI-E სლოტი და შეიძლება ვიდეოკარტის შეერთება. ამ კონფიგურაციაზე GT 730 მუშაობდა უპროლემოდ, მერე GT 1030 დავაყენე და Error 43 მომცა GT 1030 მუშაობდა უპრობლემოდ სტანდარტულ დესკტოპებზე, ინტერნეტში ბევრი არც ისე სასარგებლო რჩევის მერე (Windows-ის განახლება, დრაივერის განახლება, ვიდეოკარტის ამოღება და ჩასმა და ა.შ) მივაგენი ამ თემას: https://egpu.io/forums/expresscard-mpcie-m-2-adapters/script-nvidia-error43-fixer/ მოცემულმა სკრიპტმა გაასწორე Error 43 და ვიდეოკარტა მუშაობს უპრობლემოდ ვფიქრობ სხვასაც შეიძლება გამოადგეს თუკი ამ ტიპის პროგრამული პრობლემაა და არა აპარატურული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.