Magdalena Posted April 4, 2020 Share Posted April 4, 2020 კონკურენცია შესანიშნავი რამ არის. უამრავი წლის მანძილზე Intel-ს წლიური 5% ზრდა ჰქონდა, მომხმარებლებს არჩევანი არ გააჩნდათ, ამიტომ არ იყო წარმადობის ზრდაც. AMD-ის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ Intel-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ბირთვების რაოდენობა და ტაქტის სიხშირეები. Techradar-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ორივე კომპანიის არქიტექტურების მახასიათებლები და მზად არიან პასუხი გასცენ კითხვას: რეალურად რომელი მათგანი ამზადებს უკეთეს პროცესორებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნებს საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: AMD Intel-ის წინააღმდეგ – ფასი: წლების განმავლობაში, როდესაც მომხმარებლებს თანხის დაზოგვა სურდათ, ყიდულობდნენ AMD-ის პროცესორებს. დღესდღეობით ამგვარი სქემა მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. AMD-ს ასორტიმენტში გაჩნდა მძლავრი Ryzen 9 3950X ჩიპები, რომელთა ფასი 700 აშშ დოლარით მეტია მაღალი წარმადობის მქონე Ryzen Threadripper 3960Х-ის, 3970Х-ისა და 3990Х მოდელების ფასზე. მათგან ყველაზე ძვირადღირებული ვერსიის ფასი 4 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამასთან, „წითლების“ პორტფოლიოში არის ისეთი პროცესორები, მაგალითად Ryzen 5 2600, რომლებსაც მეტად ხელსაყრელი ფასი აქვთ და ამით Intel-ის მაჩვენებლებზე უკეთესებია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ Ryzen 9 3900, რომელიც 100 აშშ დოლარით იაფია Core i9-9900К-ზე და ბევრ ამოცანაში აღემატება მას, თუმცა ოდნავ ჩამორჩება გეიმინგში. AMD Intel-ის წინააღმდეგ – წარმადობა: როდესაც საუბარია გეიმინგზე, Intel-ის პროცესორები აღემატება AMD-ის ჩიპებს და ასევე უკეთესი სიჩქარე ახასიათებთ ერთბირთვიან ამოცანებში. თუმცა ყველაფერი, რაც მრავალნაკადიან დისციპლინებს ეხება, AMD-ს უკეთ გამოსდის. ისეთი პროცესორები, როგორებიცაა Ryzen Threadripper 3960Х, 3970Х და 3990Х - დაუძლეველია Intel-ის ამჟამინდელი თაობისთვის და სავარაუდოდ მიუღწეველი იქნება მეათე და შესაძლოა მე-11 თაობისთვისაც. ჯამში, იდენტური ფასის შემთხვევაში Intel-ის გეიმინგ წარმადობა უმნიშვნელოდ მაღალია, ყველა სხვა მახასიათებელში კი AMD ლიდერობს. AMD Intel-ის წინააღმდეგ – ტექნოლოგიები: ამ მაჩვენებლის მიხედვით Intel წაგებულ მდგომარეობაშია. მას არ აქვს არც PCIe 4.0, არც ბირთვების დიდი რაოდენობა, რაც რენდერინგისა და სხვა მრავალი ამოცანისთვის არის საჭირო. Intel-ის პროცესორების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD-მ თითქმის მთელი ასორტიმენტი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგოეფექტურობა, რომელიც AMD-ს უფრო მაღალი აქვს Intel-თან შედარებით. AMD Intel-ის წინააღმდეგ – მომავალი: 2021 წელს AMD 5-ნანომეტრიან პროცესორებს გამოუშვებს. მათ ექნება ახალი DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა და იქნებიან უფრო მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური. რაც შეეხება Intel-ს, 2021 წელს იგი კვლავ 10 და 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს. გველოდება DDR5-ზე გადასვლა, თუმცა 2022 წლისთვის მომხმარებლებს მოუწევთ ახალი დედა დაფების ყიდვა, რადგანაც Intel ორ წელზე მეტხანს არ იყენებს ძველ სოკეტს. შესაძლოა ცვლილებები 3 წლის შემდეგ მოხდეს, დღესდღეობით კი როგორც ჩანს უპირობო გამარჯვება AMD-ს მხარესაა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/35225/amd-protiv-intel-kto-delaet-processory-luchshe-po-mneniju-techradar 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.