Jump to content

Chainalysis: კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა დარქნეტ-ბაზრებზეც


Recommended Posts

გლობალური პანიკის ფონზე Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ აქტივობა შეამცირა დარქნეტ-ბაზრებზეც. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტარტაპ Chainalysis-ის ანგარიშში. 

მკვლევარების დაკვირვებით, BTC-ის ფასის ვარდნა სხვადასხვა ფორმით აისახა ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე, მათ შორის სავაჭრო სერვისებსა და აზარტულ თამაშებზე. 

სავაჭრო სერვისები საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა ფასების ცვალებადობის მიმართ. ანალიტიკოსების თქმით ამ სეგმენტში შესყიდვების მოცულობა არ შემცირებულა ისე საგრძნობლად, როგორც მოსალოდნელი იყო. 

image.png 

გრაფიკზე: Bitcoin-ის ფასის კორელაცია darknet-ბაზრებზე ოპერაციების მთლიან მოცულობასთან, ასევე ვაჭრობისა და აზარტული თამაშების ჭრილში 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის მარტამდე. 

კომპანიაში აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის ფასს და სავაჭრო სერვისების გამოყენების აქტივობას შორის კორელაცია თითქმის 50%-ით შემცირდა კორონავირუსის აფეთქების დროს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს დაკავშირებულია პანდემიის გამო ბევრი ადგილობრივი კომპანიის დახურვასთან, აგრეთვე მომხმარებლების სწრაფვასთან - მოახდინონ ბანკნოტების გამოყენების მინიმიზება. აგრევე შესაძლებელია, რომ ამ სექტორში სტაბილურბა მიღწეულ იქნა ვებ-ჰოსტინგის მსგავსი სერვისების პოპულარობით, რომლებიც რეგულარულ ანგარიშსწორებას სთავაზობენ მომხმარებლებს. 

„აზარტული თამაშების სფეროში კრიპტოვალუტების მიმოქცევა საგრძნობლად შემცირდა. ასევე შეინიშნება მნიშვნელოვანი კორელაცია Bitcoin-ის ფასთან“ - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ჯამში, დარქნეტ-ბაზრებსა და Bitcoin-ის ფასს შორის კორელაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამ მაჩვენებლების თითქმის სინქრონული ვარდნის მიზეზები შესაძლოა იყოს აკრძალული ნივთიერებების მიწოდებისას ჯისტიკური სირთულეები და დარქნეტ-მოვაჭრეების შიში, რომ მათ მიერ საფასურად მიღებული კრიპტოვალუტა მომავალში შესაძლოა გაუფასურდეს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.