Jump to content

ASUS-მა მოწინავე კომპონენტებით განაახლა ROG Strix სერიის გეიმინგ ლეპტოპები


Recommended Posts

ROG Zephyrus სერიის ულტრათხელი გეიმინგ ლეპტოპების მსგავსად კომპანია ASUS-მა განაახლა ROG Strix სერიაც, რომელიც უფრო განვითარებულ მობილურ გეიმინგ კომპიუტერების სერია ითვლება. ლეპტოპებმა მიიღეს გაზრდილი წარმადობა, გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, ახალი ტექსტურა და ფერი, ასევე მოხდა გათვლა მდედრობითი სქესის გეიმერების გემოვნებაზე. 

image.jpeg 

 

15.6-დუიმიანი ვერსია ROG Strix G15 (G512) და 17.3-დუიმიანი მოდელი G17 (G712) წარმოდგენილნი არიან IPS Full HD ეკრანებით, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 3 მილიწამი, ორივე მათგანს აქვს ოპტიმიზებული გაგრილების სისტემა. კომპიუტერებს აქვს მეაე თაობის Intel Core პროცესორები (i7-10750H, i7-10875H, i5-10300H), ვიდეო დაფა NVIDIA RTX 2070 Super და DDR4 სტანდარტის 32 გბ-მდე მეხსიერება 3200 მეგაჰერცი სიხშირით. ტრადიციული შავი ფერის მოდელის გარდა დაემატა ლურჯი (Glacier Blue ) და Electro Punk  ვერსიები. 

image.jpeg 

სასარგებლო სიახლეა ლეპტოპის ქვედა ნაწილში შეტანილი ცვლილება, რაც წვდომას ამარტივებს ისეთ კომპონენტებთან, როგორებიცაა ოპერატიული მეხსიერების მოდულები და SSD დაფები ისეთ შემხვევაში, თუკი მომხმარებელი თავად მოისურვებ სისტემის მოდერნიზაციას. 15-და 17-დუიმიან მოდლებს აქვთ ორი M.2 NVMe PCIe, რომელთა ჯამური მოცულობა 1 ტერაბაიტს აღწევს და მუაობენ RAID 0 აჩქარების რეჟიმში, მესამე სლოტის გამოყენება კი შესაძლებელია დისკური სივრცის გაფართოებისთვის. 

Strix G512 და G712 მოდელებში თერმოპასტის ნაცვლად „თხევადი ლითონის“ გამოყენების შედეგად უზრუნველყოფილია უფრო ეფექტური გაგრილება და წარმადობის დაახლოებით 10 %-იანი ზრდა. ამ მასალის გამოყენების შედეგად შესაძებელი გახდა წინანდელ კორპუსში უფრო მძლავრი აღჭურვილობის დაყენება.  

ლეპტოპები სამგვარი ფერისაა: Original Black, Glacier Blue და Electro Punk, იდენტური დიზაინი აქვს საფირმო აქსესუარებს: მაუსს, მაუსპედს, ყურსასმენსა და ჩანთას. ამასთან, მომხმარებლები შეძლებენ შეცვალონ მოწყობილობის სტილი Aura Sync კლავიატურის წყალობით, რლიც წარმოდგენილია RGB-განათებითა და ლეპტოპის კიდეებზე ორიგინალური მანათობელი ზოლებით. 

image.jpeg 

კომპიუტერებ Wi-Fi 6 კავშირის მოდულს მოქმედების გაფართოებული რადიუსი აქვს. USB-C პორტს აქვს DisplayPort-ის სტანდარტის მხარდაჭერა კვების გადაცემის გარდა. ინტეგრირებული მოდულის მოცულობა 66 ვტ/სთ-ია. G512 მოდელის ზომებია 36 × 27,5 × 2,58 სმ, წონა -  2.4 კგ. G712 ვერსიისა კი - 39,97 × 29,34 × 2,65 სმ, წონა - 2.85 კგ. 

ნალოგიურად განახლდა გაცილებით მოწინავე მოდელები - ROG Strix SCAR 15 და 17, თუმცა მათი კადრის განახლების სიხშირე 300 ჰერია, რეაქციის დრო 3 მილიწამი და აქვთ განათების უფრო მძლავრი სისტემა. ლეპტოპებს დისპლეის სამ მხარეს მეტად წვრილი არჩოები აქვთ, რაც მათ ელეგანტურ და კომპაქტურ იერსახეს სძენს. კომპიუტერები წარმოდგენილი იქნება 16-ნაკადიანი Intel Core i9 10980HK ან i7-10875H პროცესორებით, NVIDIA RTX 2070 Super ვიდეო დაფით, რომლის სიხშირეა 1540 მჰც და აჩქარების რეჟიმში მოიხმარს 115 ვატს. 

image.jpeg 

სპეციალური, განსაკუთრებული მოდელი Strix SCAR 17 წარმოდგენილია უმძლავრესი GeForce RTX 2080 Super ვიდეო ბარათით, რომელსაც აქვს ავტომატური აჩქარება ROG Boost 1560 მჰც-მდე 150 ვატის მოხმარებისას. გაგრილების გაძლიერებული მოდული მოიცავს 4 რადიატორსა და 6 სითბურ მილს, ლეპტოპი 1.5 მილიმეტრით სქელია სტანდატულ ვერსიასთან შედარებით. კომპანია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ მიუხედავად ლეპტოპის შთამბეჭდავი წარმადობისა, იგი კომპანიის სხვა გეიმინგ მოწყობილობებზე გაცილებით კომპაქტურია.  

image.jpeg 

G532 და G732 მოდელები დაკომპლექტებულია 66 ვტ/სთ მოცულობის ბატარეებით, მათი ზომებია 36,03 × 27,5 × 2,5 სმ / 2.57 კგ და 40 × 29,3 × 2,6 სმ / 2.85 კგ, შესაბამისად. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.