Jump to content

დაიწყო Ryzen 4000 პროცესორების მქონე პირველი ლეპტოპების გაყიდვა - ფასები და მახასიათებლები


Recommended Posts

კომპანია AMD-მ წლის დასაწყისში დააანონსა Ryzen 4000 (Renoir) სერიის ჰიბრიდული პროცესორები, რამდენიმე დღის წინ კი ისინი ხელმეორედ წარადგინა და რამდენიმე ახალი APU დაუმატა. მათ ბაზაზე შექმნილი პირველი მზა პროდუქტების გამოჩენა თებერვალში იყო მოსალოდნელი, თუმცა რელიზმა ერთი თვით გადაიწია. ამამად  Ryzen 4000 პროცესორების მქონე ლეპტოპების შეძენა უკვე შესაძლებელია Amazon-ზე, BestBuy-სა და Newegg-ზე. 

 
image.png 

ჯერჯერობით ხელმისაწვდომია რამდენიმე მოდელი: 

1050 შშ დოლარიდან შესაძლებელია MSI Bravo 15-ს შეძენა, რომელიც წარმოდგენილია Ryzen 7 4800H ჩიპით, 16 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 512 გბ SSD ბარათით. ამ მოდელის ტოპ-ვერსიაში მოცემულია 64 გბ ოპერატიული და 4 ტბ შიდა მეხსიერება, მისი ფასი 2090 აშშ დოლარს შეადგენს. 

ხელმისაწვდომია მოდელი Ryzen 4600H ჩიპითა და ზემოთხსენებული მოცულობის მეხსიერებით. მისი ფასი 930-2020 აშშ დოლარია. კომპლექტაციის მიუხედავად MSI Bravo 15 წარმოდგენილია AMD Radeon RX5500M ვიდეო დაფით, 15.6-დუიმიანი IPS-დისპლეით, 120 ჰერციანი კადრის განახლების სიხშირითა და Full HD გაფართოებით. 

მეორე მოდელი - ASUS TUF Gaming A15. იგი დაემატა Amazon-ზე, თუმცა ფასის გარეშე. ლეპტოპი აღჭურვილია Full HD ფორმატის IPS ეკრანით, რომლის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰც. ეკრანის დიაგონალი 15.6 დუიმია. კომპლექტაციის შესაბამისად გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია GeForce RTX 2060 ან GeForce RTX 1660 Ti ამაჩქარებლით - ორივე მათგანი გახლავთ Max-Q. ყველა ვერსიის მოწყობილობას აქვს 16 გბ DDR4 ტიპის ოპერატიული და 1 ტბ SSD მეხსიერება. 

Amazon-ზე 1099 აშშ დოლარად წარმოდგენილია ASUS TUF Gaming A17 – 17-დუიმიანი გეიმინგ-ლეპტოპი Ryzen 7 4800H პროცესორით, 16 გბ DDR4 ოპერატიული და 1 ტბ SSD მეხსიერებით. მოწყობილობის შემადგენლობაში შევიდა Full HD გაფართოების მქონე IPS დისპლეი. ლეპტოპის დიაგონალი 17,3 დუიმია, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცი. გრაფიკაზე პასუხისმგებელია ვიდეო დაფა GeForce GTX 1660 Ti. 

image.png 

Best Buy-ზე ხელმისაწვდომია ლეპტოპი ASUS ROG Zephyrus G14. 14-დუიმიანი მოწყობილობა დაკომპლექტებულია Ryzen 9 4900HS პროცესორით, აქვს GeForce RTX 2060 Max-Q  ვიდეო დაფა, 16 გბ პერატიული მეხსიერება, 1 ტბ SSD, 1920 х 1080 გაფართოების მქონე IPS დისპლეი. ამ ლეპტოპის ფასი 1450 აშშ დოლარს შეადგენს. 

დასკნის სახით მოკლედ შეგახსენებთ პროცესორების მახასიათებლებს: 

Ryzen 7 4900HS ჩიპს აქვს 8 ბირთვი და 3,0-4,3 გჰც სიხშირე. გრაფიკაზე პასუხისმგებელია RX Vega 8 - 1,75 გჰც სიხშირით. სითბური პაკეტი 35-ვატიანია.  

Ryzen 4800H-იც ასევე რვაბირთვიანია, თუმცა სიხშირე 2,9-4,2 გჰც-ია, TDP- 45 ვატი. GPU – Vega 7 სიხშირით 1.7 გჰც. 

45-ვატიან Ryzen 5 4600H-ს აქვს 6 ბირთვი, 3,0-4,0 ჰც სიხშირე, GPU Vega 6 სიხშირით 1.5 გჰც. სამივე პროცესორი დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და აქვთ მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.