Jump to content

NVIDIA უფასოდ გაზრდის GeForce GTX 1650 ვიდეო დაფის წარმადობას და აქედან დამატებით მოგებას მიიღებს


Recommended Posts

GeForce GTX 1650 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო დაფაა, რაც სწორი ფასითაა განპირობებული. რეალურად, კვლავ შესაძლებელია შეიძინოთ AMD Radeon ვიდეო ბარათი, რომელიც უფრო სწრაფი და იაფია, თუმცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი „მწვანე ბარათებსაა“ უფრო მეტად შეჩვეული. GTX 1650 საშუალებას იძლევა ითამაშოთ თანამედროვე თამაშები თუკი მზად ხართ გაფართოებისა და გრაფიკის ხარისხის შემცირებისთვის.  სწორედ ამიტომ მისი მცირე მოდიფიკაცია თითქმის შეუმჩნეველი ხდება. 

image.png 

ამჟამად GTX 1650 დაკომპლექტებულია 4 გბ მოცულობის GDDR5 სტანდარტის მეხსიერებით. ეს აისახება მეხსიერების სიჩქარესა და მის ტაქტის სიხშირეზე. ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ცნობები, რომ კომპანია აპირებდა მის გადაყვანას უფრო ახალ GDDR6 სტანდარტზე, თუმცა არც მოტივების, არც კონკრეტული ფაქტების შესახებ ცნობილი არაფერი იყო. ამჟამად სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ამგვარი ვიდეო დაფა გამოვა, თუმცა უხმაუროდ, ანონსის გარეშე. 

ერთი შეხედვით, ამგვარი შემოავაზება მომხმარებლებისთვის შესანიშნავი საჩუქარი უნდა იყოს, რეალურად კი ასე არ არის. დაფებს სხვადსხვა მარკირება ექნება, თუმცა ტექნიკური რესურსების მკიხველთა მცირე რაოდენობის გარდა ამის შესახებ ფაქტობრივად ვერავინ გაიგებს. რეალურად, ამგვარი ფორმით NVIDIA ცდილობს დაზოგოს ან გამოიმუშაოს რამდენიმე დოლარი თითოეულ ვიდეო დაფაზე (შესაძოა ერთიც და მეორეც). როგორც გაირკვა, GDDR5 მეხსიერების წარმოება სწრაფად მცირდება. წარმოების სულ უფრო მეტი ხაზი გადადის ახალ GDDR6 სტანდარტზე. მწარმოებელი კომპანიისთვის უფრო მომგებიანია შეიძნოს ერთი სტანდარტის მეტი მეხსიერება, ვიდრე განაგრძოს ორი სხვადასხვა ტიპის მეხსიერების შესყიდვა. შედარებით ნელი GDDR5 მეხსიერების დაყენება ბიზნესისთვის ძვირადღირებული საქმეა. 

ამ დროისთვის უცნობია როგორი ბუსტი ექნება GTX 1650 დაფას ახალი მეხსიერებისგან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეხსირების სიჩქარე 128-დან 192 გბ/წმ-მდე გაიზრდება, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, GDDR6 სტანდარტს ტაქტის სიხშირეც გაცილებით მაღალი აქვს. NVIDIA-ს არ გაუხმაურები ზუსტი მონაცემები და როგორც ჩანს მათ შესახებ შევიტყობთ მას შემდეგ, რაც ვიდეო ბარათები ენთუზიასტების ხელში აღმოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.