Jump to content

ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს ყალბი ინფორმაციების შესახებ გააფრთხილებს


Recommended Posts

ფრანგმა მეცნიერებმა წარადგინეს დეზინფორმაციის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სისტემა გამოიკვლევს ყალბ ვიდეოებს, მცდარ სიახლეებსა და ფოტოებს, რომლებიც მანიპულირებენ მომხმარებლების აზრზე. ნოტრ-დამის უნივერსიტეტის კვლევა გამოქვეყნდა სასწავლო დაწესებულების ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტი შეეცდება შეებრძოლოს კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანიების რაოდენობის ზრდას ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიმართულებით, ნათქვამია მეცნიერების შეტყობინებაში. 

სისტემა დაიწყებს გამოსახულების კონტენტის ძიებას კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად დეველოპერები ამოწმებენ მას პოლიტიკური ხუმრობების ძებნაში, რომლებიც ეხება აშშ-ის პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს. 

ხელოვნური ინტელექტის სწავლება განხორციელდა Instagram-ისა და Twitter-ის 2 მლნ პოსტის საფუძველზე ინდონეზიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითებზე, როდესაც ორივე კანდიდატი მასიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს მოსახლეობის დეზინფორმირებისთვის. 

2020 წლის თებერვლის შუა პერიოდში საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სპეციალურად მიაკითხეს სილიკონის ველს, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ტექნოლოგიური კომპანიებისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად „ცრუ ინფორმაცია კორონავირუსზე სწრაფად ვრცელდება“. ყალბ ნიუსებს შორის ყველაზე მეტად გარცელებულია მოსაზრებები, რომ კორონავირუსთან ბრძლა შესაძებელია ჩვეულებრივი ნივრით ან C ვიტამინით, ასევე ის, რომ დაინფიცირება შესაძლებელია ღამურებისგან დამზადებული წვნიანის ჭამით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.