Jump to content

Xiaomi-მ წარადგინა ელექტრომოპედები A1 და A1 Pro


Recommended Posts

Xiaomi უამრავი სახის მოწყობილობასა და ელექტრონულ ტექნიკას უშვებს, სხვადასხვანაირი ელექტროველოსიპედი და მოპედებიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ჩინურმა კომპანიამ საკუთარი მიკროსაინვესტიციო პლატფორმა Youpin-ის მეშვეობი წარადგინა ახალი ელექტრომოპედები - A1 და A1 Pro მოდელები, რომელაც აწარმოებს კომპანია 70mai. 

image.jpeg 

A1 და A1 Pro საკმაოდ კომპაქტური მოდელებია და შესანიშავად ერგება მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა გემოვნებას განსაკუთრებით მათი კაშკაშა შეფერილობის გათვალისწინებით. მოპედებს აქვთ სატერფულები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ბატარეის დაცლის შემთხვევაში. კომპატური ზომის წყალობით მოპედი საკმაოდ მსუბუქია და იწონის სულ რაღაც 52 კილოგრამს. 16-დუიმიანი საბურავები წარმოდგენილია უკანა ძრავით. Xiaomi-ს არ დაუკონკრეტებია ნომინალური სიმძლავრე, თუმცა ძრავის ზომიდან გამომდინარე იგი დაახლოებით 750 ვატის ტოლი იქნება. 

image.jpeg 

მოპედებში გამოყენებულია 48-ვატიანი ელექტროსისტემა, A1 Pro მოდელს ერთ დამუხტვაზე შეუძლია გაიაროს 70 კილომეტრი, A1 მოდელს კი - 60 კმ, რაც განპირობებულია იმით, რომ პირველი მათგანის ბატარეის მოცულობა 960 ვტ/სთ-ა, მეორისა კი - 768 ვტ/სთ. აკუმულატორები მოხსნადია და შესაძლებელია მათი დატენვა მოპედისგან განცალკევებით. ორივე მოდელს აქვს აქვს სრული დაკიდების სისტემა და დისკური მუხრუჭი ჰიდრავლიკური სისტემით, ამავე დროს უკანა საბურავი წარმოდგენილია დოლური მუხრუჭით. 

ორივე მოპედზე დაყენებულია ფერადი დისპლეი, თუმცა სენსორული მართვის სისტემა მხოლოდ A1 Pro მოდელს აქვს. ასევე მხარდაჭერილია ხმოვანი მართვის ფუნქცია. ხელმისაწვდომია ინტეგრირებული GPS-ნავიგატორი, რაც მეტად სასიამოვნო მახასიათებელია 420 აშშ დოლარიანი მოპედის კვალობაზე. 

მოპედის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 25 კმ/სთ-ს, რაც შეესაბამება ჩინეთის ტერიტორიაზე ელექტროველოსიპედების მოძრაობის დასაშვებ სიჩქარეს. კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი გახლავთ 1080p კამერა ფართოკუთხიანი 130-გრადუსიანი ობიექტივით ვიდეოგადაღებისთვის. A1 Pro ვერსიას აქვს შიდა მეხსიერება, A1 მოდელში კი საჭიროა SD ბარათის გამოყენება. 

А1 მოდელის ფასი 424 აშშ დოლარია, თუმცა ეს გახლავთ სააქციო ფასი გამოშვებამდე, შემდგომში კი მისი ფასი იქნება 523 აშშ დოლარი. A1 Pro ვერსიის ფასი აქციით 566 აშშ დოლარია, გამოშვების შემდეგ კი გაიყიდება 655 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.