Jump to content

გეიმინგ-სმარტფონი Lenovo Legion ორი USB Type-С პორტით


Recommended Posts

გეიმინგ-სმარტფონები ბევრისთვის საკმაოდ საკამათო მოწყობილობებს წარმოადგენს, თუმცა სულ უფრო მეტ მწარმოებელ კომპანიას სურს ასორტიმენტში ჰქონდეს მსგავსი გადაწყვეტილეა. სულ მალე ამგვარი სმარტფონი გამოჩნდება Lenovo-ს არსენალში და მისი სახელი იქნება Legion. ჩინურმა კომპანიამ უკვე დააანონსა სიახლე და ცნობილია მისი გარკვეული მახასიათებლები. 

image.jpeg 

რესურსი Pricebaba Daily გვაცნობებს, რომ ჩინეთის პატენტების მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა ჩანაწერები ახალი Lenovo Legion-ის შესახებ. მოცემულ ჩანაწრს თანდართული ჰქონდა მოწყობილობის ფოტოებიც, რომლის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სმარტონი წარმოდგენილი იქნება შავ-წითელ ფერებში. როგორც ვხედავთ, მოწყობილობის უკანა პანელი წარმოდგენილია საკმაოდ აგრესიულ სტილში და შუა ნაწილში აქვს წარწერა Legion. 

ყურადღებას იპყრობს სიტყვა “Cool”, რომელიც მაღალი წარმადობის მქონე გაგრილების სისტემაზე მიუთითებს. თავად Lenovo-ს განცხადების თანახმად სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაგრილება კონკურენტების მოწყობილობებზე უკეთ. მონაცემებში ნახსენებია ბატარეის მოცულობა 5050 მა/სთ და Snapdragon 855 პროცესორი, თუმცა Lenovo-მ დაადასტურა, რომ ახალ სმარტფონს ექნება უფრო მძავრი Snapdragon 865. როგორც ჩანს, სმარტფონის გამოსვლა უფრო ადრე იყო დაგეგმილი და ეყრდნობოდა გასული წლის ფლაგმანურ პლატფორმას. 

image.jpeg 

სმარტფონ Lenovo Legion-ის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი გახლავთ ორი USB Type-C პორტი. ერთ-ერთი მათგანი განთავსდება სტანდარტულ ადგილას - კორპუსის ქვედა ნაწილში, მეორე კი - გვერდით მხარეს. ორი პორტის მეშვეობი შესაძლებელი იქნება სმარტფონი დაიმუხტოს თამაშის პროცესშიც - მაშინაც კი, როდესაც მასზე რაიმე სახის გეიმინ-აქსესუარი იქნება მიერთებული. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.