Jump to content

აშშ-ის კონგრესს აქვს წინადადება - ეკონომიკური სტიმულების პაკეტში ჩაერთოს ციფრული დოლარი


Recommended Posts

დემოკრატების კანონპროექტი ეკონომიკის მხარდასაჭერად კორონავირუსული პანდემიის პირობებში ითვალისწინებს დოლარის ციფრული ვერსიისა და საფულის შექმნას მასტიმულირებელი გადახდების უზრუნველყოფისთვი. 

კანონპროექტის ამამად არსებული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ცვლილებები კვლავ შევა მასში. ციფრული დოლარის ჩართვამ ცხარე დისკუსია გამოიწვია საფულეების ინფრასტრუქტურის კუხით. ავტორები აღიარებენ, რომ საუბარი არ ეხება კრიპტოვალუტის შექმნას ან ბლოკჩეინის გამოყენებას. 

image.jpeg 

დოკუმენტის ანახმად ციფრული დოლარი განისაზღვრება, როგორც „ბალანსი, რომელიც გამოხატულია დოლარებით და მოიცავს ციფრული საბუღალტრო წიგნების ჩანაწერს, რომელიც აღირიცხება, როგორც ვალდებულებები ნებისმიერი სარეზერვო ფედერალური ბანკის ანგარიშებზე.” 

მეორე განმარტების თანახმად ეს გახლავთ აგრეთვე „ღირებულების ელექტრონული ერთეული, რომელიც ექვემდებარება შესაბამის ფინანსურ დაწესებულებებს“. 

ციფრული დოლარის საფულე კანონპროეტში ამგვარად განიმარტა: 

„ციფრული საფულე ან ანგარიში, რომელსაც ემსახურება ფედერალური რეზერვების ბანკი ნებისმიერი პირის სახელით. იგი წარმოადგენს აქტივს ან სერვისს ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც გამოიყენება ციფრული დოლარების შესანახად. ხსენებული დოლარები დაკავშირებული იქნება პირის ციფრულ ან ფიზიკურ მოწმობასთან“. 

დოკუმენტში აგრეთვე მოხსენიებულია „ტრანზიტული საფულე ციფრული დლარებისთვის“. მასში მოიაზრება „ციფრული საფულე ან ანგარიში, მას ემსახურება კვალიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაერთიანებული სარეზერვო ბალანსის წილის უფლება“. 

კვალიფიცირებულ ფიზიკურ პირად კანონმდებლები მიიჩნევენ ნებისმიერ პირს 16 წლის ზემოთ, გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა. 

საფულის ბოლო ტიპი განკუთვნილი იქნება ხელისუფლებისგან მასტიმულირებელი გადახდების მიებისთვის. ეს საფულეები დაცული იქნება ფედერალური სარეზერვო ფონდის სარეზერვო ბანკების მიერ ცალკეული იურიდიული პირების მეშვეობით. 

კანონპროექტი ბანკებს აძევს რეკომენდაციას - დაუყოვნებლივ გახსნან მსგავსი ტრანზიტული საფულეები ციფრული დოლარებისთვის ონლაინ-რეჟიმში ან უშუალოდ სატელეფონო კავშირის საშუალებით. 

ბანკებს არ შეუძიათ მაზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება და ვალდებულნი არიან წარადგინონ ფუნქციები, რომლებიც არ ჩამორება ფინანსურ ბაზრებზე არსებული წინადადებებისგან. 

დოკუმენტში მითითებულია ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ პერიოდამდე უნდა შეიქმნას ტრანზიტული საფულეები ყველა მოქალაქისა და აშშ-ს რეზიდენტ კომპანიებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.