Magdalena Posted March 24, 2020 Share Posted March 24, 2020 კომპანია IBM-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ შექმნა COVID-19 High Performance Computing Consortium - სამეცნიერო ლაბორატორიებისა და სუპერკომპიუტერების ცენტრების ალიანსი. იგი გამოიყენებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერების გამომთვლელ სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ ძიებისა და მოდელირებისთვის. IBM-მა უკვე გამოიყენა სუპერკომპიუტერი Summit, რათა განესაზღვრა 77 ყველაზე პერსპექტიული კავშირი, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ამჯერად მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ სუპერკომპიუტერების თავისუფალი რესურსი პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის პროგნოზირებისთვის, მკურნალობის მეთოდის შემუშავებისა და ვაქცინის შექმნისთვის. მათ განკარგულებაში იქნება 16 სუპერკომპიუტერული სისტემა, რომელთა საერთო წარმადობის დონე 330 ტერაფლოპსი იქნება, 775 ათასი ცენტრალური პროცესორითა და 34 ათასი გრაფიკული პროცესორით. https://overclockers.ru/hardnews/show/102378/ibm-brosit-moschnosti-superkompjuterov-na-borbu-s-koronavirusom Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.