Jump to content

Bitcoin-ის ჰეშრეითის შემცირებამ ბლოკის მოპოვების სიჩქარე 60%-ით შეამცირა


Recommended Posts

image.jpeg

Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ მაინერები აიძულა აღჭურვილობი ნაწილი გაეთიშათ, რამაც გამოიწვია ახალი ბლოკის აღმოჩენისთვის საჭირო საშუალო დროის ზრდა. ამგვარ მონაცემებს გვიზიარებს TokenAnalyst-ის წამყვანი მვლევარი Ankit Chiplunkar. 

კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი 12 მარტს Bitcoin-ის კოტირების შემცირების ფონზე შემცირდა დაახლოებით 30%-ით და ჩამოვიდა 97,9 EH/s-მდე. 20 მარტისთვის მაჩვენებელი 82,28 EH/s მაჩვენებლამდე შემცირდა. ვარდნამ აჩვენა, რომ მაინერები თიშავენ აჭურვილობას, რათა ზარალში არ მოყვნენ. 

Chiplunkar-მა აღნიშნა, რომ მაინერების შემოსავალზე გავლენას ახდენს არა მარტო Bitcoin-ის კოტირების შემცირება დოლარში გათვლით, არამედ ბლოკის ძიებისთვის საჭირო დროის ზრდა.  

ქსელის ალგორითმში გათვალისწინებულია, რომ ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში ემატება, თუმცა მარტის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9 წუთზე ნაკლები იყო, 12-19 რიცხვისთვის კი 12-14 წუთამდე ავიდა. 

მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბლოკის ძიების ტემპის შემცირებამ შესაძლოა ჰალვინგის ვადა შეცვალოს. ამასთან, ბლოკზე ჯილდოს 12.5 BTC-დან 6.75 BTC-მდე შემცირება დამატებით გავლენას იქონიებს მაინინგის შემოსავლიანობაზე. ბლოკის მოპოვების სიჩქარის მაჩვენებელი CoinMetrics-ის სპეციალისტების აზრით 13%-მდე დაეცემა. 

Bitcoin-ანალიტიკოსი, მეტსახელით Ceteris Paribus ადასტურებს TokenAnalyst-ის დასკვნებს და თვლის, რომ 10-20 მარტის პერიოდში ბლოკის დამატების საშუალო დრო შეადგენდა 11.9 წუთს - გაანგარიშებული 10 წუთის ნაცვლად. მაინერებმა ამ პერიოდში მოიპოვეს 16 650 BTC დაგეგმილი 19 800 BTC-ის ნაცვლად. 

MinerUpdate-ის კვლევის თანახმად მოსალოდნელი ჰალვინგი სერიოზული სტრესი იქნება მაინერებისთვის და გამოიწვევს დიდი მოთამაშეების მიერ შესაძლებლობების კონსოლიდაციას. 

Link to comment
Share on other sites

ხო საკმაოთ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ალბათ გამოსწორდება მდგომარეობა შემდეგი წლისთვის მაინც, დრო ჭირდებათ ჰალვინგის შემდეგ რომ ისევ დაგაზონ, ახალი უფრო ძლიერი ასიკებიც გამოვლენ და ამოქაჩავენ მოგვიანებით ისევე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.