Magdalena Posted March 23, 2020 Share Posted March 23, 2020 Huawei P40 და P40 Pro სმარტფონების ხარისხიან რენდერებთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა მათი გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები. ინფორმაციის წყარო გახლავთ რესურსი 91mobiles. უპირველეს ყოვლისა, დადასტურდა, რომ სმარტფონში გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 990 5G, რომლის წყალობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ძრავი XD Fusion Engine კი უზრუნველყოფს მოწყობილობის გაფართოებულ შესაძლებლობებს გამოსახულების დამუშავების კუთხით. Huawei P40 Pro მოდელს ექნება 6.58-დუიმიანი დისპლეი და 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფრონტალური კამერა ორმოდულიანია, მასში გაერთიანებულია 32-მეგაპიქსელიანი ობიექტივი და სიღრმის სენსორი. ძირითადი კამერა ოთხი მოდულისგან შედგება და მასში შედის 50+40+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, აგრეთვე ToF სენსორი. ხელმისაწვდომია 50-მაგი SuperSensing ზუმი. Huawei P40 მოდელს კი ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანი და 3800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სელფი კამერის გაფართოება 32 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითად კამერაში მოცემულია 50+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები, აქვს 30-მაგი ზუმის მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია ოპერატიული მეხსიერებისა და ფლეშ-მოდულების მოცულობა. დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ მოცულობა. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 26 მარტს. https://3dnews.ru/1006523 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.