Jump to content

BitMEX: მსოფლიო კრიზისი კორონავირუსის ფონზე ყველაზე დიდი შანსია Bitcoin-ისთვის


Recommended Posts

BitMEX ის კრიპტო-დერივატიული გაცვლის კვლევითი განყოფილების სპეციალისტებმა გაანალიზეს კორონავირუსული პანდემიის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე. 

ანალიტიკოსების აზრით ბაზრის რეაგირება ვირუსზე ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილება ეკონომიკურ სტრუქტურაში”. 

„საბოლოო ჯამში ახალ ვიარებაში ერთადერთი გამარჯვებული იქნება: ინფლაცია“ - ნათქვამია კვლევაში. 

საფონდო ბირჟების დაცემა კორონავირუსის გამო ერთ-ერთი დიდი მოვლენაა ისტორიაში 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისთან, 1987 წლის „შავ ორშაბათსა“ და 1929 ბირჟების კრახთან ერთად. 

ესდღეობით პრაქტიკულად არ  არსებობს ეჭვი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული 2020 წლის ფინანსური კრიზისი ისტორიის სახელმძღვანელოში შევა“ - აღნიშნავს BitMEX. 

ხელისუფლების მხრიდან კრიზისის შესაკავებლად განხორციელებული ძალისხმევა არასაკმარისია, ცენტრალურმა ბანკებმა უკვე „თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს“ - დარწმუნებულნი არიან მკვლევარები. 

მათი აზრით აშშ-ის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფინანსურ კრიზისს, რადგანაც ყოველი გადაწყვეტილების უკან საპროცენტო განაკვეთის შემცირება იდგა. 

 zavantazhennya.png

როგორც არ უნდა მივუდგეთ მონეტარულ პოლიტიკას, ამჟამად ეჭვგარეშეა, რომ მოქმედი სისტემა კიდევ ერთ კრიზისს ვეღარ გაუძლებს. ცვლილებების დრო დადგა“ - აცხადებენ მკვლევარები. 

ავსტრიის ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლების აზრით, მონეტარული პოლიტიკის მიზანმიმართული შემსუბუქება აჭიანურებს რეცესიის დაწყებას, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვნად ამძაფრებს მის შედეგებს. 

კორონავირუსის პირობებში ბიზნესის შეჩერება ერთადერთი ისეთი პრობლემა არ არის, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. მზარდი პოლიტიკური პოპულიზმი, ასევე კლიმატური ცვლილებები გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, შედეგად კი მივიღებთ შოკისმომგვრელ ინფლაციას -  დარწმუნებულნი არიან BitMEX-ის ანალიტიკოსები:  

ბაზრები შეუწნარებელნი არიან ცვლილებებისადმი. ფინანსური ბაზარი მეტისმეტად შეეჩვია ამჟამინდელ წყობას, რომელიც ცენტრალური ბანკების ინსტრუმენტებითაა დაცული. არასტაბილური დრო დგება“. 

Bitcoin-ის ფასის ვარდნას BitMEX მოსალოდნელ და პროგნოზირებად მოვლენად მიიჩნევს - საფონდო ბაზრების რყევის ფონზე ინვესტორები აშშ დოლარზე გადავიდნენ. 

ასეა თუ ისე, კრიზისი შესაძოა კრიპტოვალუტისთვის ხელშემწყობი შესაძლებლობაც კი იყოს: 

შეცვლილი ეკონომიკური სტრუქტურის პირობებში, როდესაც ეკონომიკა და ფინანსური ბაზრები შეირყა და არ არსებობს მნიშვნელოვანი წამყვანი -  ასეთი ვიარება შესაძლოა უდიდესი შესაძებლობა გახდეს Bitcoin-ისთვის“ - ვარაუდობენ მკვლევარები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.