Jump to content

Genesis GV80 ქროსოვერს ექნება მონაცემთა დაფა სტერეოსკოპური დისპლეით


Recommended Posts

მომავალი ახლოსაა. კომპანია Hyundai- ქროსოვერი პირველი იქნება, რომელიც მიიღებს ავტოსტერეოსკოპული დისპლეის მქონე მონაცემთა დაფას. სივრცული გამოსახულების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალური სათვალის მეშვეობით: მძღოლი თავს იგრძნობს „Star Wars” -ის პილოტად ავტომობილში, სადაც გამოსახულებები ჰოლოგრაფიულად გამოდის. 

image.jpeg 

სტერეოსკოპულ დისპლეის ავტომობილისთვის გამოუშვებს საავტომობილო მაკომპლექტებლების წამყვანი OEM-მწარმოებელი კომპანია Continental. სტერეოსკოპული გამოსახულება დისპლეიზე იქმნება პარალაქსური ბარიერის დახმარებით. ეს გახლავთ ლინზების სისტემა მართვადი დახრის კუთხით. მისი უმარტივესი მაგალითია ბარათები სამგანზომილებიანი სურათებით, რომელთა ზედაპირი დაფარულია ტალღის ფორმის ლინზებით. 

მოკლედ, Continental-ის სტერეოსკოპული დისპლეი შეიქმნება ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად.  მძღოლის თვალის გუგებზე დაკვირვების შედეგად დისპლეი უზრუნველყოფს მოცულობითი გამოსახულების გამოტანას, მანქანაში მსხდომი სხვა პირები კი ამ სიამოვნებას მოკლებულნი იქნებიან. ჩნდება კიხვა - ხელს ხომ არ შეუშლის ასეთი მიმზიდველი სისტემა მძღოლს მართვაში? 

image.jpeg 

მწარმოებელი კომპანიის თქმით სტერეოსკოპული დისპლეი კონცენტრირებული იქნება ავტომობილის მართვის ძირითად მოვლენებზე. იმის ნაცვლად, რომ თვალყური ვადევნოთ ათეულობით მონაცემსა და სასიგნალო მაჩვენებელს, სტერეოსკოპული დისპლეი მთავარ მოვლენას მთავარ ხედზე გამოიტანს -  გამოსახულება „ამოცურდება“ დისპლეის თავზე და მიიპყრობს მძღოლის ყურადრებას, რაც მას საშუალებას მისცემს კონცენტრირდეს ამ მთავარ მოვლენაზე. 

image.jpeg 

ქოროსვერი Genesis GV80 

სამომავლოდ კომპანია Continental აპირებს მგზავრებს შესთავაზოს გასართობი სტერეოსკოპული დისპლეები და ჟესტებით მართვის ფუნქციის მქონე დისპლეი. გეგმებში ასევე შედის შეიქმნას სტერეოსკოპული დისპლეი მძღოლისთვის დიფრაქციული განათების ტექნოლოგიით - Leia (Diffractive Lightfield Backlighting). ამ ტექნოლოგიის ბაზარზე წამოწევას ცდილობდა კომპანია RED საფირმო სმარტფონ Hydrogen One-ის მეშვეობით, თუმცა მას არ გამოუვიდა დაგეგმილი. საინტერესოა, შეძებს თუ ვერა ამას კომპანია Continental? 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.