Magdalena Posted March 20, 2020 Share Posted March 20, 2020 მომავალი ახლოსაა. კომპანია Hyundai-ს ქროსოვერი პირველი იქნება, რომელიც მიიღებს ავტოსტერეოსკოპული დისპლეის მქონე მონაცემთა დაფას. სივრცული გამოსახულების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალური სათვალის მეშვეობით: მძღოლი თავს იგრძნობს „Star Wars” -ის პილოტად ავტომობილში, სადაც გამოსახულებები ჰოლოგრაფიულად გამოდის. სტერეოსკოპულ დისპლეის ავტომობილისთვის გამოუშვებს საავტომობილო მაკომპლექტებლების წამყვანი OEM-მწარმოებელი კომპანია Continental. სტერეოსკოპული გამოსახულება დისპლეიზე იქმნება პარალაქსური ბარიერის დახმარებით. ეს გახლავთ ლინზების სისტემა მართვადი დახრის კუთხით. მისი უმარტივესი მაგალითია ბარათები სამგანზომილებიანი სურათებით, რომელთა ზედაპირი დაფარულია ტალღის ფორმის ლინზებით. მოკლედ, Continental-ის სტერეოსკოპული დისპლეი შეიქმნება ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად. მძღოლის თვალის გუგებზე დაკვირვების შედეგად დისპლეი უზრუნველყოფს მოცულობითი გამოსახულების გამოტანას, მანქანაში მსხდომი სხვა პირები კი ამ სიამოვნებას მოკლებულნი იქნებიან. ჩნდება კითხვა - ხელს ხომ არ შეუშლის ასეთი მიმზიდველი სისტემა მძღოლს მართვაში? მწარმოებელი კომპანიის თქმით სტერეოსკოპული დისპლეი კონცენტრირებული იქნება ავტომობილის მართვის ძირითად მოვლენებზე. იმის ნაცვლად, რომ თვალყური ვადევნოთ ათეულობით მონაცემსა და სასიგნალო მაჩვენებელს, სტერეოსკოპული დისპლეი მთავარ მოვლენას მთავარ ხედზე გამოიტანს - გამოსახულება „ამოცურდება“ დისპლეის თავზე და მიიპყრობს მძღოლის ყურადრებას, რაც მას საშუალებას მისცემს კონცენტრირდეს ამ მთავარ მოვლენაზე. ქოროსვერი Genesis GV80 სამომავლოდ კომპანია Continental აპირებს მგზავრებს შესთავაზოს გასართობი სტერეოსკოპული დისპლეები და ჟესტებით მართვის ფუნქციის მქონე დისპლეი. გეგმებში ასევე შედის შეიქმნას სტერეოსკოპული დისპლეი მძღოლისთვის დიფრაქციული განათების ტექნოლოგიით - Leia (Diffractive Lightfield Backlighting). ამ ტექნოლოგიის ბაზარზე წამოწევას ცდილობდა კომპანია RED საფირმო სმარტფონ Hydrogen One-ის მეშვეობით, თუმცა მას არ გამოუვიდა დაგეგმილი. საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ამას კომპანია Continental? https://3dnews.ru/1006188 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.