Jump to content

Samsung Galaxy M21-ის ოფიციალური წარდგენა: 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, ჩიპი Exynos 9611 და ფასი 175 აშშ დოლარიდან


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა დააანონსა საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონი Samsung Galaxy M21. მის შესახებ ამ დრომდე არსებული ბევრი ცნობა დადასტურდა, თუმცა ბევრი არ აღმოჩნდა სწორი. 

image.png 

როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy M21-ს აქვს მობილური პროცესორი Exynos 9611. ცალკრისტალიანი სისტემა შესრულებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს ჩიპი ასევე მოცემულია სმარტფონ Galaxy M30s-ში, რომელიც გასულ წელს გამოვიდა. მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობა კმპლექტაციის მიხედვით შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვერსიების შესაბამისად 4 ან 6 გიგაბაიტია. მეხსიერების სანახი სივრცის გაფართოება შესალებელია microSD ბარათით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მესამე სლოტი. 

სმარტფონის კორპუსი პლასტმასისაა, ფრონტალურ მხარეს წარმოდგენილია დამცავი მინა Gorilla Glass. მატრიცის ტიპი გახლავთ Super AMOLED, ეკრანი 6.4-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 19.5:9. დისპლეის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. წვეთის ფორმის ჭრილში განთავსეულია ფრონტალური კამერა. AMOLED დისპლეის მიუხედავად დისპლეიზე არ არის მოცემული ბიომეტრიული სკანერი: იგი ხელმისაწვდომია კორპუსის უკანა მხარეს ძირითად კამერასთან ერთად. 

Samsung Galaxy M21 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-სა და საფირმო One UI 2.0-ზე. სმარტფონს აქვს Widevine L1 სეტიფიკატი, ე.ი. შეუძლია უპრობლემოდ გაუშვას კონტენტი სტრიმინგ-სერვისებზე. კვებაზე პასუხისმგებელია 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. USB-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია დამუხტვა 15 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობას არ აქვს NFC ჩიპი, სამაგიეროდ სმარტფონი იმაზე იაფი ღირს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

image.png 

ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და გამოიყენება სახის ამოცნობისთვის. უკანა პანელზე განთავსებულია მთავარი 48 მეგაპიქსელიანი მოდული, ასევე 5+8 მეგაპიქსელიანი მოდულები. 

Samsung Galaxy M21 გაყიდვაში გამოვა მეხსიერების მხრივ ორ მოდიფიკაციაში. საბაზისო 4/64 გბ მოდელის ფასი 175 აშშ დოლარია. 6/128 გბ ვერსიის ფასი ჯერჯერობი დაუზუსტებელია ისევე, როგორც სმარტფონის ევროპულ ბაზარზე გამოსვლის თარიღი. სმარტფონი ფერების მხრივ წარმოდგენილი იქნება შავ, ფირუზისფერ და მუქ ლურჯ ვარიანტებად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.