Magdalena Posted March 18, 2020 Share Posted March 18, 2020 ერთდაფიანი კომპიუტერების ასორტიმენტი გაიზარდა: შედგა DFI GHF51 მოდელის დებიუტი, რომელიც ზომებით შეესაბამება პოპულარულ Raspberry Pi-ს. მოწყობილობა აგებულია AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე, მისი ზომა 84 × 55 მილიმეტრია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყენებულია 1.8-დუიმიანი ფორმატი. კომპიუტერის „გული“ - ეს გახლავთ პროცესორი Ryzen Embedded R1000 Series გრაფიკული ამაჩქარებლით - Radeon Vega 3. TDP-ის მაქსიმალური დონე 12 ვატს შეადგენს. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს, 2, 4 ან 8 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 16, 32 ან 64 გიგაბაიტი მოცულობის eMMC მოდული. მოწყობილობას აქვს ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet (Intel I211AT ან I210IT). ხელმისაწვდომია ორი HDMI 1.4 პორტი, ასევე USB 3.1 Gen 2 Type-C. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონია 0-დან 60 გრადუს ცელსიუსამდე. ოფციონალურად ხელმისაწვდომი იქნება ვერსია გაფართოებული ტემპერატურული დიაპაზონით - მინუს 20-დან + 70 გრადუსამდე. ერთდაფიანი ახალი DFI GHF51 კომპიუტერის გაყიდვების დაწყებისა და მიახლოებითი ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1006112 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.