Jump to content

Xbox X და PS5 შესაძლოა წელს ვერ გამოვიდეს - დამნაშავე ვირუსია


Recommended Posts

კორონავირუსი ძლიერ დარტყმას აყენებს ბევრ კორპორაციასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დაწყებული გეიმინგიდან - მედიცინით დამთავრებული. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარული კონსოლები Xbox Series X და PlayStation 5 მიმდინარე წლის ზამთრის დადგომამდე გამოვიდოდა, თუმცა ახალი ინფორმაცია სრულიად განსხვავებულია. 

image.png 

გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემებია შიდა მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით, Sony-სა და Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლების გამოსვლა გადაიდება 2021 წლის გაზაფხულამდე, ან შესაძლოა ზაფხულამდეც კი. ამის შესახებ განაცხადა კომპანია DFC Intelligence-მა რომელიც დაკავებულია მსხვილი კომპანიებისა და კორპორაციების ანალიტიკით.  

image.png 

AMD-მ, რომელიც ორივე კონსოლისთვის განკუთვნილ SoC-ს აწვდის, მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გარკეული შეფერხებები ალბათ იქნება, თუმცა არა კრიტიკული. DFC Intelligence აცხადებს: იმ შემთხვევაში, თუკი კონსოლები მაინც გაიყიდება, მათი რაოდენობა მეტად შეზღუდული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად აიწევს ფასი. ფანატები მათ დიდი ალბათობით 2020 წელს ვერ იხილავენ. დადებით ფაქტად კომპანი მიიჩნევს იმას, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა კონსოლებზე აუცილებლად მაღალი იქნება და გადააჭარბებს მიწოდებას.  
https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34560/xbox-x-i-ps5-mogut-ne-vyjti-v-etom-godu-vinovat-koronavirus 

Link to comment
Share on other sites

გუშინ გამოუშვა XBox-მა Series X-ის ტიზერები და დემოები, სადაც წერია Holiday 2020. ჩინეთმა განაახლა 95% ქარხნების მუშაობა,

წარმოება ისედაც არ იწყებოდა ალბათ მაისამდე, იქამდე ჩინეთი გაიმართება კარგად.

მე მაინც მგონია რომ გამოვა ნოემბერ-დეკემბერში ჩვეულებრივად, თუმცა ვნახოთ 

Link to comment
Share on other sites

კონსოლები კი არა ახალი თაობის მაკარონები და ზეთები უნდა გამოუშვან, ერთ ტაფაში ჩაყრაზე რო ბევრდებოდეს ან მსგავს რამეზე :D მარტო მე მეჩვენება რო არეულ-დარეულია მსოფლიო თავის ეკონომიკიანად ? it's time, man ! :xeli:

Link to comment
Share on other sites

ეგ ისე წინასწარ წერენ, სპორტული ევენტები წელს მგონი სექტემბრამდე ნამდვილათ არ გაიმართება, ფეღბურთებს იდეაში ნოლიდან დაიწყებენ ყველაფერს, ანუ ვისაც რა მიღწევები ქონდა წელს წყალში ჩაეყარა როგორც ჩემპიონატებში ასევე ევროკუპკებში, ოლიმპიადა და ევრო მემგონი შემდეგი წლისთვის გადაიდება უკვე, ფეღბურთის ჩემპიონატების და ევროკუპკების იმ ადგილიდან გაგრძელებას მგონი აზრი ეკარგება და ვერც ჩაეტევიან თან გრაფიკში კორონავირუსის პრობლემა თუ კიდე დიდხანს გაგრძელდა, ეგ კი არა და სექტებრისთვის თუ მოაგვარეს კარგი იქნება ბოლომდე მაგ ვირუსის პრობლემა, ვითომ ანტიდოტის ტესტირება უკვე დაიწყოო, რამდენათ ნაღდია არ ვიცი, მაგის გარდა ათასნაირი დიდი ევენტები,გამოფენები,კინოპრემიერები და დაჟე სერიალების პრემიერებიც გადაიდო უკვე, სადღაც ვნახე ეგეთი სპისოკი გუშინ, მგონი კინოზალზე იყო, მოკლეთ ჯერ ტერორიზმის ოსტრი პრობლემა იყო ბოლო წლებში და ეხლა ეგ დაემატა კიდე

Link to comment
Share on other sites

ევროპის ჩემიპიონატი ფეხბურთში ოფიციალურად გადაიდო 2021 წლის ივნისამდე 

Link to comment
Share on other sites

ეხლა აჩვენეს ამერიკაში პირველი ნემსი შეურჭვიათ ანტიდოტის და ვნახოთ რა შედეგი ექნება, დაბრავოლეცი ყოფილა ვიღაცა, ალბათ ინფიცირებული

Link to comment
Share on other sites

14 minutes ago, George said:

ეხლა აჩვენეს ამერიკაში პირველი ნემსი შეურჭვიათ ანტიდოტის და ვნახოთ რა შედეგი ექნება, დაბრავოლეცი ყოფილა ვიღაცა, ალბათ ინფიცირებული

ინფიცირებული არ არის. პირიქით, ჯანმრთელია და მაგიტომაც ტესტავენ, რომ გვერდით მოვლენებს დააკვირდნენ. თუმცა, წარმატების შემთხვევაშიც კი მინიმუმ 8 თვე დაჭირდებათ. ვაქცინის ტესტებს თავისი პერიოდი აქვს. ეგ ართულებს საქმეს, თორემ თვითონ ვაქცინას 2-3 კვირაშიც კი დადებენ. მერე იწყება მრავალთვიანი დაკვირვება. კორონას კი უშველის, მაგრამ შეიძლება უარესი დამართოს ორგანიზმს. ამიტომაც იტესტება თვეების მანძილზე.

Link to comment
Share on other sites

ხო მგონი ბევრ ქვეყნებში მუშაობენ პარარელურათ ვაქცინაზე, მაგრამ რამდენ ხანში ექნებათ მზათ არავინ არ იცის ჯერ, პირველმა ტესტებმა თუ წარმატებულათ ჩაიარეს მერე უფრო ასწრაფდება გამოშვების პროცესი

Covid-19 pandemic could continue for 2 YEARS, German health expert warns https://www.rt.com/news/483320-germany-coronavirus-pandemic-years-more/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=RSS

Link to comment
Share on other sites

აპოკალიფსის სუნი მცემს... :eh:დილით გამოუგზავნიათ:

რატო არ ვიცი , მაგრამ რაღაც უცნაურ ხიბლში შევედი, მგონი დედამიწაზე ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება: მსოფლიო ერთიანდება და ეს კარგია... მთავარია მალე გამოუშვან ვაქცინა 

C3C49F47-8EB5-4283-9426-3737CC988B7E.png

Link to comment
Share on other sites

მემგონი ყველას გამოუგზავნეს მობილური ოპერატორებით ეგ მესიჯი, ნუ მთავრობამ თხოვა სმს გამოეშვათ, ჩემი აზრით ურიგო მესიჯი არ იყო, ჩემთანაც მოვიდა, პოლიცია დასდევს კარანტინის და თვით-იზოლაციის დამრღველებს, პირველათ თუ დაიჭირეს უკვე 3000 ლარი ყოფილა შტრაფი, მეორეჯერ კი ციხეში აჯენენ, სროკები არ ვიცი ოღონდ, რა თქმა უნდა ეხება იმათ ვინც უკვე დაავადებულია და ან პადაზრენია აქვთ ვირუსზე და კარანტინში უნდა გაეტარებინათ რამდენიმე კვირა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი. ბევრს მისვლია თურმე. მთავარია ესე დიდხანს არ გაგრძელდეს თორემ აუცილებლად დაიწყება საკვების დეფიციტი. სამუშაოებიც შეზღუდულია ვინუჟდენში თან. იქნებ რამე გამოსავალი გამოჩნდეს

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა, პირველი 3 თვის მარაგი გვაქვსო საკვების, მაგრამ რამდენადაც ვიცი საკვების შემოტანა კიდე მიმდინარეობს, ტრეილერები დადიან ქვეყნიდან-ქვეყანაში, ეგ არ აუგრძალიათ, რა თქმა უნდა ყველაფერს ამოწმებენ, მანდ მთავარია ეკონომიკური სიტუაცია არ გაუარესდეს მოშნათ და ლამის პენსიებზე და სუბსიდიებზე ჯდომა არ დაგვჭირდეს, ეგ მართლა ცუდი იქნება ძალიან, ბევრი მუშაობდა მაინც და მაგით არჩენდა ოჯახს, მაგრამ კორონავირუსის დამარცხებაა ეხლა მთავარი, თორე ცუდი სიტუაცია შენ მერე თქვი თუ გაუარესდა სიტუაცია, ზოგ ევროპულ ქვეყნებში საშინელებები ხდება უკვე სტატისტიკა თუ გაქვს ნანახი, საზარელი ვიდეოებია უტუბზე, რამდენიმეს ვუყურე და მეტი ყურება აღარ მინდა, ჩემი აზრით თითქმის ყველას შეეხება ეგ პრობლემა ასე თუ ისე, ზოგს საკმაოთ სერიოზულათ, ზოგს არც ისე მაგრამ რაღაცა რომ უნდა გადააწყო ცხოვრებაში ეხლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეგ ფაქტია, ყველა დიდი სპორტული ევენტი ვისაც უყვარდა მაგის ყურება გარკვეული პერიოდი წარსულს ჩაბარდება და შეიძლება კარგა ხანს აღარ ჩატარდეს კრუპნი ტურნირები, ნუ კაკ მინიმუმ წელს, სხვა სექტორებსაც სული ძვრება გართობას და სპორტს რომ დავანებოთ თავი, საზარელი სიტუაციაა ბირჟებზეც და რა თქმა უნდა კრიპტოინდუსტრიაშიც, კიდე კარგათ ქაჩავენ მე თუ მკითხავ ეხლანდელი ვნითარებიდან გამომდინარე, მაგის გარდა რამდენი ხალხი დაიღუპა უკვე, 10000 კაცს უახლოვდება გადრაცვლილთა რიცხვი მსოფლიო მაშტაბით: https://www.worldometers.info/coronavirus/ ჩემი აზრით ბევრს საწუწუნო არაფერი აქვს მილიონები ან მილიარდები თუ შემოაკლდა, ან გაცილებით მცირე შემოსავალი, მადლობა თქვას რომ კიდე ცოცხალია და არ მომხვდარა დავირუსებულთა სიაში, ესე იგი ყველაფერს კიდე ეშველება, თუმცა ეგ ისეთი დაავადება და ვირუსი არაა რომ განკურნება არ შეიძლებოდეს, უბრალოთ ასაკზე და ჯამრთელობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული და რამდენათ სწრაფათ დაიწყებ მკურნალობას და ცუდ კონდიციამდე არ მიიყვან ორგანიზმს, ზოგიერთებს ფილტვების ანთებაც არ ემართებაო და საერთოდ სიმპტომების გარეშე მაქს 1% მგონი, რაღაცა მაინც გამოჩნდება ცუდი თუ უკვე აიკიდე ვირუსი, სერიოზული მწევლები უფრო ზარალდებიანო ისე მაგ ვირუსით თუ შეეყარათ, ახალგაზრდებიც კი, იტალიაში კი ძალიან დიდი % ყოფილა აქტიური კურილშიკების რიცხვი + თავის დროზე არ მიხედეს და ძალიან სწრაფათ გავრცელდა, რაც არ უნდა იყოს ჯამრთელი ორგანიზმი უფრო გადაიტანს მაგ ვირუსს ვიდრე უკვე სერიოზულათ დაავადებული, ყველა ქვეყანამ უნდა შეხედოს ჩინეთის ოპიტს, იქაც საშინელი სიუტაცია იყო თავიდან და მაგხელა ქვეყანამ შეძლო ვირუსის დაძლევა, ბოლომდე ჯერ არა მაგრამ საკმაოთ შემცირდა დავირუსებულთა რიცხვიც და მსხვერპლიც, მგონი ნელ-ნელა ჩინეთში სპორტული ჩემპიონატებიც განახლდებაო და სკოლებიც, მუშაობა კი უკვე დაუწყიათ მგონი, იაპონია კი იჭრის ვენებს ოლიმპიადას ჩავატარებთო, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტი მალე მაინც გადაიტანს ოლიმპიადას შემდეგი წლისთვის უკვე ოფიციალურათ

Link to comment
Share on other sites

ოლიმპიადა კი არა კვახი, რადროს ეგაა... ღამურა და პანგოლინი რო არ ჭამო, შეჭამე რა ლობიანი, ხაჭაპური, ნამცხვარი ... ეს წვრილთვალება ბრინჯიჭამიები ყოველთვის ართულებენ ყველაფერს. მედიკოსების იმედზეა დღეს მსოფლიო. ისე ჩვენთან დოლარი უკვე აცდა 3 ს. ევრო 3.22 ია

Link to comment
Share on other sites

ხო დოლარი ბობოქრობს, ჩვენი ლარი კი ტურიზმზე იყო მიმაგრებული და ეგრევე გაუჭირდა, რუსული რუბლიც სულს ღაფავს ისე, ოქროზე სტაბილური ეხლა დოლარია მემგონი

Link to comment
Share on other sites

,,ჩვენი ბელადი" თავის ,,უფასო ფულიანად"  ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ კაცმა არ იცის, აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით მთავეობას სამოქმედო გეგმაც სუსტი აქვს, ფორსმაჟორსი მოქმედებენ , ინერციით და ღმერთმა ქნას დავაღწიოთ თავი როგორმე ამ სიტუაციას. ნუ, დღეს მაინც კარგად მუშაობს მთავრობა სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგად უმკლავდებიან ვირუსს. იმედია მალე გააძრობენ ვაქცინას

Link to comment
Share on other sites

ამ სტადიაზე სანამ ჯერ ვაქცინა არაა სწრაფათ რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, იტალიამ რომ აცადა მაგიტომ ჩავარდნენ ეგეთ ცუდ დღეში და ესპანეთი და გერმანიაც მიყვა უკვე, როგორც დიდი ბრიტანეთი,ბელგია,ავსტრია,ჰოლანდია,შვეიცარია და სხვა ქვეყნები სადაც აქტიურათ მოგზაურობდა ხალხი, ჩვენ ყველა გვაქებს, ჯერ-ჯერობით კარგათ ვდგავართ ვინც ყური არ შეიბარტყუნა ეხლა ძვრება სული, მაგრამ მაინც მეცოდება ხალხი, მაგათმა რა დააშავეს აბა, თავის დროზე დაჟე ტრამპიც ბლატაობდა, არაფერი სერიოზული ვირუსი ეგ არ არისო და ეხლა კი თხოვს მილიარდებს კონგრესს მაგ ვირუსის დასამარცხებლათ, ამერიკაშიც საკმაოთ იმატა უკვე დაიფინცირებულთა რიცხვმა როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, შვეიცარიას  ძვრება სული, თუმცა ორჯერ მეტი მოსახლეობაა ჩვენზე მეტით კი არა, მაგრამ დაიფინცირებულთა რიცხვი 2000 კაცს აღწევს უკვე, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ და $#^#(|ადოთ დავიცვათ წესები ვირუსი რომ უფრო მეტათ არ გავრცელდეს ჩვენ ტერიტორიაზე, არა რაის 2000, 3000 კაცს გაცდა და დღეს მარტო იტალიაში 475 კაცია გარდაცვლილი ბოლო 24 საათში https://www.worldometers.info/coronavirus/ ირანშიც საშინელი სიტუაციაა,როგორც ესპანეთში, არც საფრანგეთი,გერმანია და ინგლისია კარგ დღეში, როგორც ჰოლნადია და შტატები, ნახე რამდენი ხალხია უკვე დაავადებული, ჩინეთი მაგ ვირუსს ერთიანათ დაუდგა აზიური ენტუზიაზმით და კარგათაც გაქაჩეს მაინც, ევროპულ ქვეყნებში რაღაც ვერ ვხედავ ეგეთ პადხოდს, ეხლა კი დატრიალდა ყველა მაგრამ ეგრე ადვილი აღარაა ვირუსის შეჩერება, იგივეს ვიტყოდი სამხრეთ კორიაზე და იაპონიაზე, ძალიან მკაცრათ და სერიოზულათ მოეკიდნენ ევროპაში კი დაგულაობდენ კაფეებში და ფეღბურთის მატჩებზე და ეხლა ძალიან ცუდი სიტუაციაა უკვე ჩინეთს გადაუჯოკრავენ მალე ალბათ იტალიელები, უბრალოთ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ მოსახლეობა გაცილებით მეტია ჩინეთში ვიდრე ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, ევრიპაში ეგ რიცხვი ძალზე დიდია, აი ბოლო მაჩვენებელი ნახე მაგ საიტზე, ჩინეთი უკვე 56 მილიონზე და იტალიაში 591, როგორც სხვა ქვეყნებში სადაც უკვე ძალზე ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული მოსახლეობით კი ზოგი ჩვენ არც გვჯობია დიდათ, იგივე ისლანდია,ლიხტენშეტენი,სან მარინო,ანდორა,შვეიცარია,ლუქსემბურგი, ჩვენ მაგათზე ბევრათ კარგათ ვუბერავთ დამიჯერე, ნორვეგიაც ცუდ დღეშია და სხვა ქვეყნები სადაც მოსახლეობა 10 მილიონზე ცოტააა, აქტიური ტურიზმი ქვეყნიდან-ქვეყანაში გადაადგილება, მოგზაურობა ეგ ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, იტალიელები შეიტანდნენ ბევრ ქვეყნებში და მერე უკვე სხვებმაც გაავრცელეს, კარგია რომ ზაფხული არაა, როცა ჩვენთან ბევრი ტურისტები ჩამოდიან ხოლმე ზღვაზე დასასვენებლათ, თუმცა ჩვენ ეგრევე დავკეტეთ შემოსვლები დიდხანს არ გაუწელიათ ეგ ამბავი, მგონი 25 გრადუსზე ვირუსი კვდებაო ეგ ტუფტა თემაა, არაა დადასტურებული ეგ ფაქტი, შეიძლება უბრალოთ ისეთი ტემპებით არ ვრცელდებოდეს სიცხეში როგორც სიცივეში

Link to comment
Share on other sites

დროულად ჩაკეტეს საზღვრები და მაგიტომაა შედარებით კაი სიტუაცია. ყველა შემთხვევა იტალიას უკავშირდება ჩვენთან რაცაა

Link to comment
Share on other sites

მთელ ევროპაში მაგათმა გაავრცელესო ძირითადათ იძახიან, მაგრამ სხვა რეგიონებში ალბათ მაინც თვითონ ჩინელები შეიტანდნენ ან ის ხალხი ვინც ჩინეთში მოგზაურობდა მაგ პერიოდში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.