Jump to content

NASA-მ დაასრულა კოსმოსური რაკეტა Orion-ის ტესტირება, რომელიც მთვარის მიმართულებით გაშვებისთვის ემზადება


Recommended Posts

შეერთებული შტატების აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაასრულა კოსმოსური რაკეტა Orion-ის ტესტირება. იგი შქმნილია კორპორაცია Lockheed Martin-ის მიერ და განკუთვნილია მისიისთვის -  კოსმოსში გაიყვანოს ასტრონავტები მთვარის მისია Artemis-ის ფარგლებში. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ტესტირება მოიცავდა სამ თერმულ შემოწმებას ვაკუუმ-კამერაში, ასევე რაკეტის ელექტრონიკის ქმედითუნარიანობის შემოწმებას გარე ელექტრომაგნიტური გავლენის პირობებში. 

კოსმოსური რაკეტის ტესტირება ჩატარდა NASA- ჯონ გლენის სახელობის კვლევით ცენტრში, ოჰაიოში. აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი თერმული კამერა, ასევე ხელმისაწვდომია აეროდინამიკური მილები და სხვა აღჭურვილობა, რათა მოხდეს კოსმოსში ფრენის პირობების იმიტაცია. 

image.jpeg 

კოსმოსური რაკეტა კვლევით ცენტრში 2019 წლიდან იმყოფება. მიიჩნეოდა, რომ ტესტირება ოთხ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის პროცესი კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე წარიმართა, ცენტრის სპეციალისტებმა შეძლეს სამუშაოს შესრულება პირვანდელი გრაფიკის მიხედვით. 

„ყველა გაოცებული ვართ, იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა. როდესაც ტესტირებას ვატარებდით თერმოვაკუუმით, ვგეგმავდით, რომ იგი 62 დღეზე დიდხანს გაგრძელდებოდა, აპარატი კარგად ფუნქციონირებდა ისევე, როგორც დანადგარი. ასე რომ არ დაგვჭირდა დამატებითი დრო“ -  განაცხადა სადგურ პლამ-ბრუკის ტესტირების პროექტის მენეჯერმა Nicole Smith-მა. მისი თქმით, ტესტირება 47 დღე გაგრძელდა. 

image.png 

ამჯერად კოსმოსურ რაკეტას მოუწევს ტრანსპორტირება ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრისკენ. იქ მას აიყვანენ Aero Spacelines Super Guppy თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც განკუთვნილია მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადატანისთვის. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.