Jump to content

ბილ გეითსმა გადაწყვიტა კომპანია დატოვოს - დასრულდება თუ არა Microsoft-ის ნათელი დღეები?


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Microsoft კაცობრიობის ისტორიაში შევიდა 1975 წელს, როდესაც იმ დროის ორმა გენიალურმა ანტრეპრენერმა -  ბილ გეითსმა და პოლ ალენმა შექმნეს Basic - მაღალი დონის პრორამირების ენა. იმ დროიდან კომპანიამ წინსვლა დაიწყო და ეტაპობრივად მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ადგილებს მიუახლოვდა. 2008 წელს გეითსმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო დაეტოვებინა მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, თუმცა დარჩა დირექტორთა საბჭოში. 

image.png 

ახლა, ამ გადაწყვეტილებიდან 12 წლის შემდეგ ბილ გეითსმა საბოლოო ვერდიქტი მიიღო - მთლიანად დატოვოს საკუთარი კომპანია. ამასთან, იგი არა მხოლოდ Microsoft-იდან წავიდა: საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway-მაც დაკარგა მთავარი დირექტორი. თუმცა იგი კვლავ რჩება კომპანიის აქციების უმსხვილეს მფლობელად. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად გეითსმა დაასახელა ძლიერი სურვილი, რომ დაკავდეს ფილანთროპობით და მას დაუთმოს მთელი თავისუფალი დრო.  

COVID-19-თან ბრძოლისთვის მან თავის მეუღლესთან ერთად უკვე დახარჯა ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი, დაფინანსების სხვა წყაროების ხსენება არც ღირს, იმდენად დიდია მათი ჩამონათვალი. განცხადების ბოლოს გეითსმა აღნიშნა, რომ კომპანია მუდამ დარჩება მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად. იგი გეგმავს აქტიურად დაუჭიროს მხარი Microsoft-ის დირექტორ სატია ნადელას და დაეხმაროს მას ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში.  

ხშირად მომხდარა ისე, რომ ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კომპანიას ცუდი დროება დასდგომია, უარეს შემთხვევაში კი გაკოტრებულა კიდეც. ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდი - რა მოხდება დიდი დამფუძნებლის წასვლის შემდეგ: დარჩება თუ არა Microsoft კვლა ლიდერ პოზიციაზე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში თუ გაიმეორებს ცნობილი ბრენდ Nokia-ს ბედს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.