Jump to content

ბაზრის ვარდნის ფონზე Bitcoin-ის ჰეშრეითი თითქმის 30%-ით შემცირდა


Recommended Posts

სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ჰეშრეითი 97,9 EH/s ნიშNულზე იყო, რამდენიმე კვირის წინ კი ეს მაჩვენებელი 136,264 EH/s-ს შეადგენდა. 

ამრიგად, მარტის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჯამური სიმძლავრის კლებამ დაახლოებით 30 % შეადგინა. 

image.png 

მაინინგ-პულ Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალეხანდრო დე ლა ტორემ აღნიშნა, რომ ჰეშრეითის მაჩვენებლი პირდაპირაა დამოკიდებული მოპოვებული კრიპტოვალუტის ფასზე. 

თუკი აინერებს არ შეუძლიათ ელექტროენერგიის დანახარჯის გადაფარვაც კი, ისინი იძულებულნი ხდებიან გამორთონ აღურვილობა. ვთვლი, რომ სწორედ ამიტომ ვხედავთ მაჩვენებლის შემცირებას“ -  განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.  

მან დაამატა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი მომხდარში შესაძლოა ითამაშა პანიკამ, რადგანაც „მაინერებიც ადამიანები არიან“. მეორე მხრივ, ამ სეგმენტის მონაწილეთა ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობს კრიპტოვალუტების შენარჩუნებას ფასის სწრაფად ვარდნის პირობებშიც კი.  

image.png 

მონაცემების თანახმად ელექტროენერგია ყველაზე იაფია ვენესუელაში, რინიდადი და ტობაგოში, უზბეკეთში, უკრაინასა და ქუვეთში. 

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Bitcoin-ის მაინინგის სირთულემ. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

4500$ დაეცა უკვე კურსი კორონავირუსის გამო და ეთერიც 100$, სული ძვრება ყველაფერს მაინინგი იქნება თუ კაპიტალიზაცია კოინების, შეიძლება მასიური კრახით დასრულდეს ეგ ყველაფერი და ჰალვინგი უბრალოთ ბოლო წერტილს დაუსვამს და მთლათ მოკლავს მაინინგს, თითქმის იგივე სიტუაციაა რაც 2018 წლის დეკემბერში იყო ეხლა, შეიძლება უფრო რთულიც რახან დროპები შეიძლება ჯერ არც დასრულებულა

Link to comment
Share on other sites

დროა ჯორჯ მოხსნა 1080 ტი მაინინგს მიადგა შენ სისტემას და ჩაუჯდე თამაშებს 

Link to comment
Share on other sites

არა მაგ სიმძლავრის კარტა რაში მინდა აბა 1080P 60fps-ზე, 1080 ჩავდგამ და რაზგონზე იმაზე მეტ პერფორმას დადებს რაც მე დამჭირდება 90% შემთხვევაში თამაშებში, თან ეხლა მაინც მასს ეფექტ 3 ვხურავდი 2018 წლის იანვრამდე, მერე სიმართლე რომ გითხრა თითქმის აღარ მითამაშია, ეგ კი არა და სპორტული ევენტებიც მე რასაც ვუყურებდი დიდი აბიომებით შეიძლება 3-4 თვე აღარ ჩატარდეს, იგივე ტენისი,ფ1,ფეღბურთი,ბასკეტბოლი,ოლიმპიადა და ასე შემდეგ, დამრჩება დობრათ დრო ინტერნეტზე,კონცერტებზე და ფილმებზე, გეიმინგს ალბათ ისევ დავიწყებ მაგრამ კარტას ამოვიღებ უფრო მაშინ როცა რამე ახალ თამაშს დავხურავ სერიოზული გრაფიკით , აბა ისე რაში დამჭირდება, 4K HDR ვიდეოებს ჩემიც უმკლავდება მართალია GPU აქსელერაციის გარეშე მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაინც თუ კარგათ უშვებს ჭედვის გარეშე, 1080Ti ჩავიდგამდი რომ მქონდეს 2K 144 გერციანი მონიკი, მაგას კი უკვე ვეღარც ვიყიდი ესეთ ვითარებაში, აი 1080 შემიძლია ჩადგმა და საკმაოთ მაღალ ნასტროიკებზე 60ფპს ფარგლებში ბოლო იგრების თამაში, ალბათ უფრო EVGA FTW ვაჯახებ, სამი ცალი მაქვს ეგეთი, კორონავირუსის აჟიოტაჟითაა ეგ ყველაფერი გამოწვეული, იგივე 2018 წლის დეკემბერში მშვენივრათ უბერავდა ბოლო 2-3 თვე კურსი 6000$+ ზევით და მერე რომ დაეცა მომენტალურათ ფაქტიურათ ჯერ 7000$-ან 4000$-მდე და მერე 3000$-მდე რამდენიმე დღეში, ანუ ძალიან მალე დაეცა მაშინაც, თუ მზათ არ იყავი ვერც მოასწრებდი ვერაფრის დახურდავებას, ეგრე მოხდა ეხლაც, მეძინა კურსი რომ 220$ 100$-მდე დააგდეს ეთერეუმის ფაქტიურათ მომენტალურათ ლამის რამდენიმე წუთში, დროპები შეიძლება კიდე დაფიქსირდესო, თუმცა შეიძლება ისეთი დიდი არა როგორც ზოგიერთი ელოდება, 2018 წლის დეკემბერშიც იყო ძალიან ცუდი პროგნოზები რომ კურსი 1500$ დაეცემოდა და არ ახდა ეგ პროგნოზი და მერე 13800$ ავიდა უკვე და ეთერეუმი 380$-მდე სადღაც, ჰალვინგი მაისში მოხდება, 2012 და 2016 ჰალვინგის შემდეგ პერიოდში კი სერიოზული ზრდა დაფიქსირდა ბიტკოინის კურსის, 50-ან ლამის 1000$ ავიდა 2013 წელს კურსი და 200$-ან ლამის 20000$-ზე 2016 წლის ჰალვინგის შემდეგ, ანუ მანდ ჩანს რომ მთლათ კარგი კურსი არ ქონია ბიტკოინს არც მაშინ და არანაირი კორონავირუსი მანდ არ უშლიდა ხელს, უბრალოთ როგორც ჩანს ტრეიდერები სპეციალურათ აგდებენ მაქსიმუმამდე კურსს ჰალვინგის წინა პერიოდში მეორე რომ ერთიანი ძალებით აწიონ კურსი შემდეგი 1.5 წლის მანძილზე რაც შეიძლება სერიოზული ბულრანით დასრულდეს ბოლოს, ყველაზე სერიოზული ბულრანი კი აქამდე 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა როცა 2-3 კვირაში კურსი 10000$-ან (წლის დასაწყისში მარტო 1000$ მივიდნენ) 20000$ ავიდა და უზარმაზარი მოგება მოუტანა ჰოლდერებს, იგივე რომ განმეორდეს ეხლაც არავინ არ უშლით ხელს + კორონავირუსის პრობლემაც ადრე თუ გვიან მოგვარდება მსოფლიო მაშტაბით, არა მგონია ეგ წლები გაგრძელდეს, ერთიანი ძალებით წესით რამდენიმე თვეში დაამარცხებენ ან ვაქცინას გამოიგონებენ მანამდე და ნელ-ნელა დაიკლებს მსხვერპლიც და ინფეცირებულთა რიცხვიც მსოფლიო მაშტაბით, საშინელება ხდება იტალიაში, დღეში ლამის 300 კაცამდე იღუპება მაგ საშინელი გრიპით, არც სხვა ქვეყნებშია ნაკლკები: https://www.worldometers.info/coronavirus/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.