Magdalena Posted March 13, 2020 Share Posted March 13, 2020 კომპანია Blue Origin-მა წარადგინა მრავალჯერადი რაკეტა New Glenn, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Falcon Heavy-ს. რაკეტა დიამეტრით 7 მეტრზე მეტია - იგი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლად მოთავსდება Blue Origin-ის მეორე რაკეტა - New Shepard. New Glenn-ის სიმაღლე 95 მეტრია და შეუძლია 45 ტონაზე მეტი ტვირთის აწევა. სამომავლოდ New Glenn ორბიტაზე გაიტანს კომერციულ ტვირთს, ასევე შეასრულებს სამხედრო და სამეცნიერო მისიებს. გარდა ამისა, კომპანიამ მოახდინა ზედა BE-3U დონის ტესტირება თავის საწარმოში, დასავლეთ ტეხასში. ძრავებში გამოყენებულია „ექსპანსიური ციკლის“ კონსტრუქცია - იგი სხვა ძრავებზე მარტივია, რადგანაც სითბო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ტურბინები, ასევე გენერირდება საწვავის წვის ძირითად კამერაში. Blue Origin-მა წარმატებით შეასრულა BE-4 ძრავის შემოწმება, რომელიც რაკეტის ძირითადი და მეორე დონის საფუძველს წარმოადგენს. https://hightech.fm/2020/03/11/blue-origin-new-glenn 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.